დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016575 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №78 დადგენილების (www.matsne.gov.ge 19/12/2018; 190020020.35.143.016537) დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 22 281.1 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 12 013.5 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 635.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 632.6 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 205.3 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 12 678.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 13 337.1 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 659.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1 602.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1 662.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -60,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 17.9 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი - 225,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 125,0 ათასი ლარი; გ) სარიტუალო მომსახურება 5,0 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში, შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა
, რეაბილიტაცია
და
ექსპლუატაცია
(პროგრამული
კოდი
03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება , აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტია . პრიორიტეტის ფარგლებში , ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია , კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება და კეთილმოწყობის სამუშაოები . აგრეთვე , ხორციელდება მოვლა -შენახვისა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება . ა . საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება გზების მოასფალტება , დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება - რეაბილიტაცია , ზამთრის სეზონზე ქუჩების გაწმენდა თოვლის საფარისაგან , აგრეთვე განხორციელდება გზების მოვლა -შენახვისა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება . ა .ა . გზების მშენებლობის , რეკონსტრუქციისა და მოვლა -შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) დიდთოვლობის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით , ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის , განხორციელდება ხაშურში ცენტრალური ქუჩების , ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და მუნიციპალიტეტის დასახლებასთან დამაკავშირებელი შიდა გზების გაწმენდა თოვლის საფარისაგან , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება -რეაბილიტაცია და მოასფალტება . საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 განკარგულებით დაგეგმილია აგრეთვე , ქალაქ ხაშურში , ბორჯომის ქუჩაზე , ავტომაგისტრალის გასწვრივ , ღობეების მოწყობა , დაბა სურამში , ჩუმათელეთის დასახლებაში თამარ მეფის I და III ჩიხის მოასფალტება , ასევე სოფლებში გზების მოასფალტება (მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე , ხცისიდან კრისხევამდე და ვაყა ), ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . ა .ბ თვითმმართველობის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარების და საგზაო ნიშნების მოწესრიგების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების განთავსება . ბ . კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია სანიტარული პირობების გაუმჯობესება , გარე განათების სისტემების მოვლა -შენახვა , მოწყობა და რეაბილიტაცია , საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია , სანიაღვრე არხების მოწყობა , წყლის სისტემის რეაბილიტაცია , უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია და ბინათმშენებლობა . აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას . ბ .ა . გარე განათების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გარე განათება , ქვეპროგრამის ფარგლებში , დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია , მოვლა -შენახვა და რეაბილიტაცია , რაც მოიცავს გარე განათების ობიექტების კვების უზრუნველყოფისა და მართვის სისტემების მწყობრიდან გამოსული ელემენტების ამოცვლა -დამონტაჟებას და ელექტროენერგიით უზრუნველყოფას . ბ .ბ . დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურში და დაბა სურამში ცენტრალური ქუჩების დაგვა -დასუფთავება , ბორდიურებისა და კიუვეტების გაწმენდა , ხაშურის მუნიციპალიტეტზე გამავალი გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება , ხაშურის , დაბა სურამის და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის დარიგების მომსახურება . ბ .გ . საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია , დაბა სურამში , საკანალიზაციო სისტემების მოწყობა . ბ .დ . სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია , ქალაქ ხაშურში , განთიადის და დაბა სურამში , მშვიდობის ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა , ასევე გათვალისწინებულია „ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №96 განკარგულებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა , დაგეგმილია გრეთვე 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . ბ .ე . წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილია , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის სათავე -ნაგებობების (დაბა სურამში ორხევის , სოფლების ბიჯნისის , წრომის , წაღვლის , ქვიშხეთის ) ზედამხედველობისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დაფინანსება , საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 განკარგულებით ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია , აგრეთვე , სოფელ ბიჯნისში წყლის სათავე -ნაგებობის და ქსელის რეაბილიტაცია და 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . ბ .ვ . ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია , ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში , ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა , სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №557 განკარგულებით გათვალიწინებულია ქალაქ ხაშურში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი კედლების გამაგრება -რეაბილიტაცია , დაგეგმილია აგრეთვე 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . ბ .ზ . უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , გადამდებ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ , რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას , ხორციელდება ტერიტორიიდან მათი იზოლაცია მოვლა -პატრონობა და თავშესაფარში გადაყვანა . ბ .თ . ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია . გ . სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლეში განსახორციელებელი პროექტები . დ . კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 04) მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობას და მისი იერსახის გაუმჯობესებას , რისთვისაც დაგეგმილია ხაშურის გამწვანების და მწვანე ნარგავების მოვლა -შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები , სპორტული მოედნების , დასასვენებელი პარკების , სკვერების და სასაფლაოების მოწყობის , მოვლა -პატრონობის ღონისძიებები , ხოლო დღესასწაულების დროს ხაშურის გაფორმებითი ღონისძიებები , ამასთან ერთად , გათვალისწინებულია ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა . დ .ა . მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამწვანების და მწვანე ნარგაობების , სპორტული მოედნების , დასასვენებელი პარკების და სკვერების მოვლა -შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში , განხორციელდება ქალაქის გამწვანების და მწვანე ნარგაობების მოვლა -შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები , რაც მოიცავს : დეკორატიული ბორდ -ბუჩქების გასუფთავებას ხმელი და ზედმეტი ტოტებისაგან , ნიადაგის დაბარვას და გასწორება -გაფხვიერებას , ტერიტორიის დაგვა -დასუფთავებას და ნაგვის გატანას , გაზონების და ბალახების გათიბვას და გატანას , ხაშურში არსებული ხეების მოჭრა -გადაბელვას , ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება აგრეთვე სპორტული მოედნების , დასასვენებელი პარკების და სკვერების მოვლა -პატრონობის და დასუფთავების ღონისძიებების დაფინანსება . დ .ბ . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტადიონებისა და სპორტული მოედნების მოწყობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია „ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №96 განკარგულებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინი სტადიონების მოწყობა -რეაბილიტაციის სამუშაოები , დაგეგმილია აგრეთვე 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . დ .გ . ტურისტული საინფომაციო ცენტრის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა . დ .დ . ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 04) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია . დ .ე . მუნიციპალიტეტის დასახლებაში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 06) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია მუნიციპალიტეტის დასახლებებში არსებული სასაფლაოების ტერიტორიის შემოღობვა . მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვა , დასუფთავება და ნაგვის გატანა . დ .ვ . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკებისა და სკვერების მოწყობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურში ყაზბეგის ქუჩაზე არსებული სკვერისათვის სანაგვე ურნების შესყიდვა და ხაშურში , ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე , სკვერის მოსაწყობად ტეიტორიის შემოღობვა , ასევე დაგეგმილია 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . დ .ზ . სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის , საპროექტო –სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 04 08) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო -სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის შესაბამისი საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და ექსპერტიზის ხარჯები , დაგეგმილია აგრეთვე საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა , დაგეგმილია აგრეთვე 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . დ .თ . ხაშურში სპორტკომპლექსის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 09) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია სპორტკომპლექსისათვის საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შეძენისა და დამონტაჟების ხარჯების დაფინანსება , დაგეგმილია აგრეთვე 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . დ .ი . ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა დღესასწაულების დროს (შობა -ახალი წელი , ხაშური -ოქროს შემოდგომა და სხვა ) ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა , დაგეგმილია აგრეთვე 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება . 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს , რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება . პროგრამა მიმართულია თანამედროვე ტიპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ჩამოყალიბებისა და განვითარების მხარდასაჭერად . ა . სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გამართული მუშაობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს , პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , და ინვენტარით უზრუნველყოფა . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების -საბავშვო ბაღების გაერთიანება , სადაც გაერთიანებულია 16 საბავშვო ბაღი და სკოლამდელ განათლებას იღებს 2042 აღსაზრდელი . პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება , აგრეთვე , მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხცისი , ნაბახტევი , ფლევი , ქვიშხეთი , ტეზერი , ბიჯნისი , წაღვლი , წრომი ) სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული სააღმზრდელო ჯგუფების ფუნქციონირების ხელშეწყობა . „ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №96 განკარგულებით დაგეგმილია სოფელ გომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება . ბ . საჯარო სკოლების ხელშეწყობა (04 02) ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ " საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებით , პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები , ასევე 2018 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების დაფინანსება , კერძოდ დაფინანსდება ქალაქ ხაშურის №7 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები . 3. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელულად , აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მათ ღირსეულ გაგრძელებას . ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი , ისე ფიზიკური თვალსაზრისით ) განვითარების ხელშეწყობას და მ ათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა . ა . სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სასპორტო სკოლა და სპორტული ღონისძიებები . ა .ა . სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ფეხბურთი , კალათბურთი , ქართული ჭიდაობა , ჭიდაობა -ძიუდო , ჭიდაობა -სამბო , თავისუფალი ჭიდაობა , რაგბი , ჭადრაკი , ჩოგბურთი , ძალოსნობა , ბერძნულ -რომაული ჭიდაობა ), მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში , პირველობებსა და ჩემპიონატებში , რესპუბლიკურ ტურნირებზე სპორტსმენთა მივლინება , სასწავლო -საწვრთნელი და ფიზიკური მომზადებისათვის შეკრებების მოწყობა , სპორტსმენთა წახალისება , სპორტული ღონისძიებებისათვის მატერიალურ -ტექნიკური ხელშეწყობა , ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში სპორტის ეროვნული და პოპულარული სახეობების განვითარების ხელშეწყობა . ა .ბ . სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მათი ფიზიკური აღზრდის მიზნით , დაფინანსდება ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლა , სადაც მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე , სპორტის თორმეტ ძირითად სახეობაში (ფეხბურთი , კალათბურთი , ქართული ჭიდაობა , ჭიდაობა -ძიუდო , ჭიდაობა -სამბო , თავისუფალი ჭიდაობა , ჭადრაკი , ჩოგბურთი , ბატუტზე ხტომა , ძალოსნობა , რაგბი , ბერძნულ -რომაული ჭიდაობა ) ვარჯიშობს 1300 აღსაზრდელი . ბ . კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , მათ შორის , სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები . ბ .ა . კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები , რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში . პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება :
ბ .ბ . სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების - სამუსიკო სკოლების გაერთიანება , სადაც გაერთიანებულია ხაშურის , სურამის და ქვიშხეთის სამუსიკო სკოლები და სასწავლო პროცესს გადის 471 მოსწავლე . აღნიშნული ქვეპროგრამა ხელს უწყობს , მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და პედაგოგთა ხელფასების სტაბილურად გაცემას , რაც მთლიანობაში მშობელთა მიერ სწავლების გადასახადის სახით გადახდილ თანხებთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას . ბ .გ . ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს ხაშურის მთავარი ბიბლიოთეკა , საბავშვო ბიბლიოთეკა , დაბა სურამში , სოფელ ხცისში და სოფელ ცხრამუხაში განთავსებული ბიბლიოთეკები . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური , ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები ), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება , დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება როგორც ადგილზე , ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით , საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციული ხელშეწყობა , ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების , გამდიდრების , რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა . ბიბლიოთეკის მატერიალურ -ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა , არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმეციო ბაზისთვის , ელექტრონული მეთოდიკის შექმნა და წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით . ბ .დ . კულტურის ცენტრების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამას ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს კულტურის და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრების გაერთიანება , რომელიც მოიცავს თოჯინების თეატრს , საქალაქო კულტურის ცენტრს , სურამისა და ქვიშხეთის კულტურის ცენტრებს , ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაცია , მოსწავლე ახალგაზრდების დაინტერესება ხელოვნების დარგებით , მოსწავლეთა ნიჭის თვითრეალიზებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა , ეროვნული ტრადიციების , წეს -ჩვეულებების პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შემოქმედი ბავშვებისათვის , სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობა , ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა , მათი ხელშეწყობა და წახალისება , თანამედროვე მუსიკის კონცერტების მოწყობა , ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა , გაცვლითი კულტურული პროგრამების ორგანიზების ხელშეწყობა . ბ .ე . მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი , დაბა სურამის ლესია უკრაინკას სახლ -მუზეუმი და სოფელ ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმი . ქვეპროგრამის ფარგლებში , განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა , შეგროვება , აღრიცხვა , შესწავლა , ექსპონირება და პოპულარიზაცია , საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან , აგრეთვე ცალკეული მხარის , კერძოდ შიდა ქართლის მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალების შეგროვება და დაცვა , მუზეუმებში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ინვენტარიზაცია , მუზეუმების ფონდების ყოველწლიუი აღრიცხვა და სისტემატიზაცია , სამუზეუმო კატალოგების , ბიბლიოგრაფიების , სამეცნიერო -კვლევითი მასალების შედგენა და პუბლიკაცია . დაგეგმილია აგრეთვე მუზეუმისათვის ფონდსაცავის მოწყობა ქალაქ ხაშურში ლომოურის ქუჩაზე . ბ .ვ . საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი საინფორმაციო გაზეთის - „ხაშურის მოამბის “ ყოველკვირეული გამოცემის დაფინანსება . გ . ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები , რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში . პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები :
დ . რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე ზოგიერთი ტაძრის მიმდებარე ტერიტორაზე განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები . 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი , არსებული რესურსების ფარგლებში , განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში , გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით , ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის , არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან . ა . საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას , კერძოდ , პროგრამის ფარგლებში განხორციელდება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ეპიდსაშიშროებისას , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევების ხელშეწყობა , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , დაავადებების პრევენციის მიზნით , დერატიზაციის , დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება და კონტროლი , პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის მოწოდებული მასალების მიღების , შენახვის და განაწილების უზრუნველყოფა , მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში , სეზონურად , ქუჩების , სკვერების , სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების სანიტარული მდგომარეობის მასობრივი დათვალიერების ორგანიზება , ქალაქის ნაგავსაყრელისა და ნაგვის შესაგროვებელი კონტეინერების სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაზე სისტემატური კონტროლის დაწესება , საჭიროების შემთხვევაში , დერატიზაციის , დეზინსექციისა და დეზინფექციის სამუშაოთა ორგანიზება , „ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №96 განკარგულებით დაგეგმილია სოფელ ტეზერში ამბულატორიის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება . ბ . მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას . სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , მოხუცებულთა , მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა უფასო კვებით უზრუნველყოფას , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით , მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას . ბ .ა . ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ერთჯერადად , 500 ლარის ოდენობით , დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 ან 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები . ბ .ბ . ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა უწყვეტი აღზრდის , სასწავლო პროცესის და სოციალურ –საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფა . ბ .გ . სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა უფასო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით , იგეგმება სახელოვნებო სკოლებში რეგისტრირებული დევნილის და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეების ყოველთვიური სავალდებულო გადასახდელისაგან განთავისუფლება . აღნიშნული ქვეპროგრამა მოიცავს დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს , რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000 ქულას . ბ .დ . ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა , ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარებები . ომში დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავ ყოფის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში , იგეგმება : ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი ) დაკავშირებით , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების , საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან (26 მაისი ) დაკავშირებით , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების , 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის ინვალიდების და ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალური დახმარება , ერთჯერადად , 300 ლარის ოდენობით . ბ .ე . საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 06) საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული , კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით , იგეგმება , საცხოვრებელ შენობებში დერეფნების განათების და წყლის ტუმბოებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა . ბ .ვ . სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს , სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში , „სამშობლოს დაცვისას დაღუპულ და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ “ საქართველოს კანონითა და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ , უგზო –უკვლოდ დაკარგულ , მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს , თვითოეულზე 250 ლარის ოდენობით . ბ .ზ . უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში , დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უკიდურესად მძიმე სოციალურ –ეკონომიური მდგომარეობის მქონე 185 ბენეფიციარის უფასო კვებითი (სამკომპონენტიანი სადილი ) მომსახურება . ბ .თ . მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 09) ხაშურში მცხოვრები , კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე და მთიანი სოფლების საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების სამუშაო ადგილებზე დამაგრების ხელშეწყობის მიზნით , დაგეგმილია 45 პედაგოგის მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება სასწავლო პერიოდში . ბ .ი . მოქალაქეთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10)
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია , მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად , სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შემდეგ მოქალაქეებზე :
5. თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით , ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება . ა . ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა , წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება , ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება . 6. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) ა . პროექტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს , რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას , როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების , მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენახვის ხარჯები , მათ შორის თანამდებობრივი სარგო , დანამატი და სხვა , ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს , წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსურ უზრუნველყოფას .
|
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები