დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/622 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016616 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016187, 10.07.2012) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. აკადემიის სტრუქტურა 1. აკადემიის მმართველი სუბიექტები არიან: აკადემიის რექტორი, სენატი, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. აკადემიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები; ბ) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები; გ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. 3. ძირითადი საგანმანთლებლო ერთეულებია: ა) ნავიგაციის ფაკულტეტი; ბ) საინჟინრო ფაკულტეტი; გ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი; 4. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებია: ა) პროფესიული მომზადების ცენტრი; ბ) მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი; გ) აკადემიის ბიბლიოთეკა. 5. დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) რექტორის აპარატი; ბ) პროექტების მართვის, ინტერნაციონალიზაციისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტი; გ) შინაგანაწესის კონტროლისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; დ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ვ) კანცელარია; ზ) ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის სამსახური; თ) სტუდენტთა რეგისტრაციისა და მობილობის დეპარტამენტი; ი) სტუდენტურ საქმეთა და შეფასების დეპარტამენტი. მუხლი 7. აკადემიის ხელმძღვანელობა 1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის სენატის თავმჯდომარე. 2. აკადემიის რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 3. აკადემიის რექტორი: ა) კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და წარმართავს აკადემიის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს აკადემიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; გ) აკადემიის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას აკადემიის წარმომადგენლობაზე; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის აკადემიის უფლებამოსილების ფარგლებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს ; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ი) კანონმდებლობით და წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს; კ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განსაზღვრავს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობას. ასევე წყვეტს თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დადგენის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისების, პრემიებისა და სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; ლ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს; მ) სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ნ) ამტკიცებს აკადემიის, მისი სტრუქტურული ერთეულების ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს და ცნობისთვის უგზავნის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; ო) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის შესახებ; პ) ხელს აწერს აკადემიის გარიგებებს და შეთანხმებებს; ჟ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. აკადემიის რექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. 5. რექტორის პირველი მოადგილე: ა) არის ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროს კურატორი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკური შემოსავლების დაგეგმარებას, კონტროლს და რეგულირებას; დ) ხელს აწერს ფინანსური და ადმინისტრაციული ტიპის დოკუმენტაციას; ე) აკადემიის ბიუჯეტის შესაბამისად, საზღვაო აკადემიის სახელით, ხელს აწერს და დებს ფინანსური და ეკონომიკური სახის გარიგებებს; ვ) ამზადებს საზღვაო აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და/ან ახდენს ბიუჯეტის კორექტირებას წლის განმავლობაში და რექტორთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს; ზ) გეგმავს და კურირებას უწევს აკადემიის ბიუჯეტის თანახმად სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას; თ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის სამუშაო ჯგუფებს და კომისიებს; ი) შეიმუშავებს აკადემიის განვითარების საფინანსო-ეკონომიკურ კონცეფციებს; კ) სააგენტოსთან შეთანხმების მიზნით ამზადებს აკადემიის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივ სარგოების დამტკიცების შესახებ რექტორის ბრძანების პროექტს; ლ) ასრულებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსისათვის კანონმდებლობით დადგენილ სხვა ვალდებულებებს. 6. მოადგილეები ზედამხედველობას ახორციელებენ აკადემიაში აკადემიის რექტორის გადაწყვეტილებით მათთვის მიკუთვნებულ სფეროზე. მოადგილეების კომპეტენცია და უფლებამოსილება განისაზღვრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 7. აკადემიის რექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის პირველი მოადგილე. 8. მოადგილეები ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა აკადემიის რექტორის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. 9. რექტორის მოადგილეებს არ აქვთ უფლება ხელი მოაწერონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე.“ 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 8. სენატი 1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი და მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის რექტორი, რექტორის მოადგილეები, გარდა პირველი მოადგილისა, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი, ფაკულტეტების საბჭოების ორ-ორი წარმომადგენელი. 2. სენატში ფაკულტეტების საბჭოების წარმომადგენლებს ფაკულტეტების საბჭოები ირჩევენ 1 (ერთი) წლის ვადით. 3. სენატის შემადგენლობაში ასევე შედის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე/დირექტორის მოადგილე, რომელიც მონაწილეობს სენატის სხდომებზე ხმის უფლებით. 4. სენატი: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) რექტორის პირველი მოადგილის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს; გ) ამტკიცებს რექტორის პირველი მოადგილის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; დ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს; ე) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ვ) ადგენს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესსა და პირობებს; ზ) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების წესს; თ) ამტკიცებს აკადემიის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ი) ძირითადი და/ან დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; კ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოები ს წარდგინებით; ლ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს; მ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას; ნ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის აკადემიის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; ო) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; პ) ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებებს; ჟ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს; რ) ამტიცებს აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესს ; ს) განსაზღვრავს აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს ; ტ) განსაზღვრავს ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურას; უ) ანიჭებს აკადემიის საპატიო წოდებებს; ფ) ანიჭებს ემერიტუსის სტატუსს. ემერიტუსის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება სენატის მიერ; ქ) ახორციელებს ამ წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 5 სენატის სხდომის მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და სენატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს სენატი. 6. სენატის სხდომა მოიწვევა რექტორის ან სენატის წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით. 7. სენატის სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სენატის მდივანი. სენატის მდივანის ფუნქციები განისაზღვრება სენატის რეგლამენტით. 8. სენატის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 9. სენატის სხდომებს თავმჯდომარეობს რექტორი ან მისივე დავალებით სენატის ერთ-ერთი წევრი. რექტორის არყოფნის შემთხვევაში კი სენატის წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე. 10. სენატის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 11. სენატის სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი სენატის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 5 სამუშაო დღით ადრე ითანხმებს: ა) თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დადგენას, თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას, პრემიებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე სხვა დამატებითი ანაზღაურების გაცემას; ბ) რექტორის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში რექტორის მიმართვაში უნდა ჩაიწეროს მივლინების მიზანი, ხანგრძლივობა, ინფორმაცია თანმხლების პირებისა და დაფინანსების შესახებ.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები