დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წერილი სს „ავტოფირმა N6“-ის (ს/ნ 208147192) აქციონერს | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."კავკასრეესტრი" |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
N124-19, 27.12.2019 წ.
სს „ავტოფირმა N6“-ის (ს/ნ 208147192) აქციონერს
პატივცემულო ბატონო/ქალბატონო,
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/31699-18) თანახმად, სს „ავტოფირმა N6“-ის განთავსებული აქციების 96.47%-ის მფლობელი აქციონერი ნატალია ბახტურიძე (პ/ნ 01024012482, შემდეგში – „მყიდველი“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს სს „ავტოფირმა N6“-ის დარჩენილი აქციების გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან.
გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 8 იანვარი, 18:00 სთ.
სს „ავტოფირმა N6“-ის ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად განსაზღვრულია 16.14 (თექვსმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარი.
„მყიდველის“ მიერ ყველა დარჩენილი განთავსებული აქციის (რაც შეადგენს განთავსებული აქციების 3.53%-ს) გამოსასყიდი თანხის დეპონირებისათვის დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გაიხსნება სპეციალური ანგარიში.
გთხოვთ, კუთვნილი თანხის მიღებასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე დაუკავშირდეთ ნატალია ბახტურიძის მინდობილ პირს ბატონ დავით ბახტურიძეს (მობილური ტელეფონი: 577 54 33 66, bakhturidzedavid@gmail.com)
ამასთან შეგახსენებთ, რომ თანხის მისაღებად ბანკში წარსადგენი დოკუმენტის, კერძოდ, აქციათა რეესტრში თქვენი პიროვნული ანგარიშიდან გამოსყიდვის თარიღამდე (08.01.2020) ბოლო ორი წლის პერიოდის ბრუნვის ამონაწერის მიღება შეგიძლიათ ჩვენთან, სს სს „ავტოფირმა N6“-ის მომსახურე რეგისტრატორში – სს „კავკასრეესტრში“ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, 0186, თბილისი (ტელ.: 2 500 211).
სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge.
დირექტორი თამაზ ხიზანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები