დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 95 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.139.016353 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, 190020020.35.139.016311)
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1.ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თავი II ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 25.259,9 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7,175,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6.905.5 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 11.150.0 ათასი ლარის ოდენობით.
თავი III ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 6. ბორჯომის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 17,033.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბორჯომის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15,477.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბორჯომის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 15,517.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ბორჯომის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 8. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თავი IV ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 9.ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -7,291.8 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 10. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -7.383,0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
3. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 7.383.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 11. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -83.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ბორჯომისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით:
3. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 83.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
4. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 116.5 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 12. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 52.5 ათასი ლარის ოდენობით.
თავი V ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 13. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა,რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტეის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარებისათვის. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვის პროგრამა (03 01) პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარის ფართობი დღეის მდგომარეობით შედგენს 5000 კვ. კმ . საგზაო სტანდარტებს აკმაყოფილებს მხოლოდ 23 პროცენტი, მუნიციპალიტეტი გეგმავს მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გზების მთლიანი მოცულობის 50 პროცენტის მშენებლობა რეაბილიტაციას. ასევე ყურადღება ექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს, ზამთარში მარილის მოყრას, ასევე გზების დახაზვას, შუქნიშნების და სიჩქარის შემძღუდველი ბარიერების მონტაჟს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, გზების, ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, კაპიტალური მშენებლობა ,მოვლა პატრონობა. 1.1.1 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია (03 01 01) ქვეპროგრამის მიზანი:მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. ქვეპროგრამის აღწერა აღნშნული ქვეპროგრამის ფარგლებში განხორცილდება: ქ. ბორჯომში ვაშლოვანის ქუჩის, პეტრიწის ქუჩის, თორის ქ № 57-60-ის მიმდებარე ჩიხების, რობაქიძის ქ. №13-ში, №4 საბავშვო ბაღთან მისასვლელი ჩიხის, ვაშლოვანის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, ქ. ბორჯომში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, აღმაშენებლის ქ. №62-68 სავალი ნაწილის, გურამიშვილის, თორელის, გამარჯვების და გოგიასციხის ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია. სოფლებში: რველში ე.წ.,,კოშკის უბანში, სოფელ რველში საავტომობილო გზის, სადგერში, სოფელ ტიმოთესუბანში ჩიხების, სოფელ კორტანეთში ჩიხების, სოფ. ტბი ს(ცენტრალური და I-II ჩიხი), სოფელ ყვიბისში საავტომობილო გზის, სოფ. ყვიბისში „პირველი უბნის“ და „კაჭუნაშვილების“ გზის რეაბილიტაცია, ასევე დაბა წაღვერის ჩიხების (თავისუფლების, თორელის , ფიროსმანის, აღმაშენებლის ,კალანდაძის ქუჩები) და დაბა ბაკურიანში სასტუმრო „მელისის“ უკან გზის რეაბილიტაცია . 1.1.2 ფეხით სავალი ნაწილის მოპირკეთება (03 01 02) ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. პროგრამის აღწერა:ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ქ.ბორჯომშიი რუსთველისა და ზეინკლიშვილის ქუჩებზე გზის გამყოლი ლითონის მოაჯირების მოწყობა, გამსახურდიას ქუჩზე (მარცხენა და მარჯვენა ტროტუარი კოსტავას ქუჩის მიმართულებით) ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ქ. ბორჯომი, სოფელი ყვიბისი, სოფელ ვარდგინეთი) ავტომოსაცდელების, ფეხით სავალი ნაწილის და მოაჯირის მოწყობა. 1.1.3 მუნიციპალიტეტის ტერიტორიეაზე ხიდების რეაბილიტაცია (03 01 03) ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორცილედება სოფ. საკირეში სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის (ბეშკენაძეების სახლთან) სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია, ქ. ბორჯომში სოფ. ყვიბისში, სოფ, რველში (ბანისხევი) და დაბა ახლადაბაში ხიდების რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩაზე მდინარე ბორჯომულაზე გადასასვლელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. 1.1.4 გარე ვიდეო სამეთვალყურეო,სიცქარის შემზღუდველი ბარიერებისდა სიჩქარის რადარების შეძენა-დამონტაჯება (03 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი. 1.1.5 საგზაო ინფრასტუქტურის მოვლა პატრონობა (03 01 05) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, მოსახლეობის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრეების, მოსაცდელების, მოაჯირების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთება, ასევე განხორციელდება გზების და ხიდების გაწმენდა თოვლისა და ყინულისაგან. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბლიტაცია და ექსპლოატაცია (03 02) პროგრამის მიზანი: გამართული და უსაფრთხო კომუნალური ინფრასტრუქტურა; პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მოწყობა. 1.2.1 წყალსადენებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (03 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: კომუნალური და სანიტარული პირობების გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა/რეაბილიტაცია,კერძოდ; ქ.ბორჯომში რობაქიძის ქ №15-ში კანალიზაციის სისტემის, ქეთევან წამებული ქუჩაზე კანალიზაციის, დუმბაძის ქუჩა №4-ში კანალიზაციის ქსელის, თორის ქუჩა №10,13,14,15-ში, გოგიასციხის ქუჩა №3,5,7-თან და ზაქარიაძის ქუჩა №3-ის შესახვევში, ფალიაშვილისა და ტაბიძის ქუჩის, სოფ. კორტანეთში და სოფ. ყვიბისში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება სასმელი წყლის რეაბილიტაცია, კერძოდ: სოფ ზანავში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, სოფ. ყვიბისში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, სოფ.ანდეზიტი-ციხისჯვრის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, სოფ.ცემისა და ტბის სასმელი წყლის ძირითადი მაგისტრალის მოწყობა, ახალდაბაში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტცია,სოფ.თორში და პატარა მიტარბში განხორციელდება სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა. 1.2.2 არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია (03 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები. ქვეპროგრამის აღწერა: განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობების ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ბორჯომში მესხეთის ქუჩა № 146 ბ-ს მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოები. 1.2.3 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა (03 02 04) ქვეპროგრამის მიზანი: ბინათმესაკუთრეთა გაუმჯობესებული საცხორებელი ინფრასტურქურა ქვეპროგრამის აღწერა : ქვეპროგრაის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება, ლიფტების, კომუნიკაციების, სადარბაზოების, ფასადების, კიბეების, თაღების, შენობების კაპიტალური გამაგრების, აივნების, საერთო სარგებლობის ჭიშკრის ან სადარბაზოს კარების, მიშენებების მდგრადობის განსაზღვრის, სადარბაზოებში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების, შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები. სადარბაზოებში შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიო სისტემის დამონტაჟების სამუშაოები საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსებით. სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდება: ქ. ბორჯომში,ერეკლეს ქ.№25-ში, რუსტველის ქ.№3-ში, რუსტველის ქ.№77-ში, ერეკლეს ქ.№19-ში, გორგასლის ქ. №3-ში, რუსთაველის ქ№77-ში, №87-ში, №89-ში, თორის ქუჩა №120-ში, თორის ქუჩა №6-ში, №118-ში, გამარჯვების ქუჩა №93-ში, მესხეთის ქუჩა №39, მანჯგალაძის ქ. №5-ში, მესხეთის ქუჩა № 9-ში, რუსთაველის ქუჩა №111-ში, შანიძის ქუჩა №24-ში, ფიროსმანის ქუჩა №4-ში, აღმაშენებლის ქუჩა №32-ში, გურამიშვილის ქუჩა №2-ში, გორგასლის ქუჩა №13-ში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №4-ში, პეტრიწის ქუჩა №9-ში, რობაქიძის ქუჩა №1ბ-ში, სააკაძის ქ.№-2-ში , კოსტავას ქუჩა №39-ში და დაბა ბაკურიანში დიდველის დასახლება k2-1. განხორციელდება სადარბაზოების რეაბილიტაცია: ქ.ბორჯომში წმ.ნინოს ქ.№9-ში, რუსტველის ქ.№115-ში, თორის ქუჩა №120-ში, გურამიშვილის ქ.№6-ში, მესხეთის ქუჩა №9-ში. განხორციელდება ფასადების რეაბილიტაცია: ქ.ბორჯომში რუსტველის ქ.№3-ში, თორის ქუჩა №120-ში, გურამიშვილის ქ.№6-ში. პროგრამი ფარგლებსი განხორციელდება ქ. ბორჯომში მესხეთის ქ. №39 ში კორპუსის გამაგრების სამუშაოები. ქ.ბორჯომში გორგასლის ქ.№3-სი არსებული შენობის რეაბილიტაცია, ვაჟა ფშაველას ქუჩა №4-ში გარე კიბეების რეაბილიტაცია და ასევე მოხდება ქ. ბორჯომში ერეკლეს ქუჩა №25-ში მდებარე თექვსმეტ სართულიან შენობაში ლიფტის მონტაჟი. 1.2.4 საყრდენი კედლების რეაბილიტაცია (03 02 05) ქვეპროგრამის მიზანი: უსაფრთხო ინფრასტრუქტურული გარემო. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობა, კერძოდ: ქ.ბორჯომში ნიკოლაძის ქ.№14-ში, აღმაშენებლის ქ.№4-ში, ბესიკის ქუჩა №9-ში, თორის ქ.№62-ში, მაზნიასვილის ქუჩაზე, ორბელიანის ქ №5-ში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევი №1-ში, გოგიას ციხის ქუჩა №1, 4-ში, მესხეთის ქუჩა №11-ში, თორის ქ. №40-ში, მესხეთის ქუჩაზე „წმინდა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის“’ სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, რუსთაველის ქ.№91 კორპუსის მიმდებარედ მთის გრუნტის დამჭერი რკინა ბეტონის საყრდენი კედელის, გურამიშვილის ქ.№13 საავტომობილო გზის გამყოლი საყრდენი კედლის, ბორჯომში 300 არაგველის ქუჩის მიმდებარედ, წმინდა ნინოს ქ№31-ში, გამარჯვების ქ. №26-ის მიმდებარედ გზის გამყოლი საყრენი კედლის, სააკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დუმბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ, მესხეთის ქუჩის ჩიხი №2-ში, ჭავჭავაძის ქუჩა №11-ში და თამარ მეფის ქუჩა №20-ში საყრდენი კედლების მოწყობა. სოფლებში: სოფელ ზანავში მოქალაქე გუტბალი თაბაგარის სახლისმიმდებარედ, სოფელ საკირეში კაპანაძეების უბანში სიხარულიძის სახლთან, სოფ. საკირეში აკაკი ბლიაძის სახლის მიმდებარედ, სოფ. საკირეში, სოფ. ტაძრისში გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ, სოფელ ყვიბისში ალექსი კურტანიძის მიწის ნაკვეთის გასწვრივ, სოფ. საკირეში და ჭობისხევში გზის გამყოლი საყრდენი კედლების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოფელ ყვიბისში კაჭუნაშვილების უბანში ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, სოფ. ყვიბისში გაბიონის მოწყობა და სოფელ დვირი - საკირის დამაკავშირებელ გზაზე მდინარისნაპირსამაგრი კედლის მოწყობა.ასევე მოხდება ქ. ბორჯომში მესხეთის ქ. №7-ში არსებული მოზაიკის კედლის რეაბილიტაცია. 1.2.5 ნაგავმზიდი სპეც. მანქანის და სანაგვე ურნების შესყიდვა (03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სანაგვე ურნებისა შესყიდვა. 1.2.6 გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (03 02 07) ქვეპროგრამის მიზანი: განათებული მუნიციპალიტეტი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება გარე-განათების ქსელის გაფართოება, ახალ ქსელზე დაერთება. 1.2.7 სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობა ჭურჭლის შეძენა, სასაფლაოების და ეკლესიების შემოღობვა (03 02 08) ქვეპროგრამის მიზანი: სარიტუალო ღონისძიებების ხელშეწყობა ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სარიტუალო დარბაზების რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, სასაფლაოების შემოღობვა, კერძოდ: განხორციელდება სოფ. კორტანეთში სასაფლაოს შემოღობვა, მოხდება დაბა ანდეზიტისა და სოფ. მოლითის სარიტუალო სახლების გაზიფიცირება. 1.2.8 სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებები (03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მაზნიაშვილის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული საყდენი კედლის მოწყობა. განხორციელდება 07 ივნისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, კერძოდ: ქ.ბორჯომში შანიძის ქ.№5, 7, 9, 11, 22, მესხეთის ქ. №33,35,39,61. ვ.ფშაველას ქ.№3, ფიროსმანის ქ. №36, ნინოშვილის ქ.№1ა. ასევე კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის მოხდება მასალის(თუნუქი) შეძენა და მოსახლეობაზე გადაცემა. 1.2.9 ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა (03 02 11) პროგრამის მიზანი: „ბორჯომი სისუფთავის ქალაქი“ – ბორჯომის მუნიცპალიტეტის ტერიოტრიის დაგვა დასუფთავება, ნარჩენების დროულად გატანა და მოსახლეობისათვის კეთილსინდისიერი მომსახუროების გაწევა. პროგრამის აღწერა:ბორჯომის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, მოედნების, ტროტუარების სავალი ნაწილის დაგვა-დასუფთავება და საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიოტრიის დასუფთავება-გაწმენდა, ორგანიზაციებიდან, მოსახლეობიდან, დაწესებულებებიდან, მუნიცპალიტეტის სოფლებიდან ნარჩენების გატანა, მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა და კირით შეწამვლა, ფანტანების მოვლა-პატრონობა, დაზიანებული ნაგვის ურნების შეკეთება, ქ. ბორჯომში მრავალსართულიან კორპუსებში სანაგვე ბუნკერების დეზინსექციისა და დეზინფექციის მომსახურება, ყველა სხვა საქმიანობა რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული. 1.2.10 ბორჯომის გარე განათება (03 02 12) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ქალაქში ჩამოსული ვიზიტორებისათვის ღამის საათებში განათებულ ქალაქში გადაადგილება. პროგრამის აღწერა: ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე არსებული გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა-შენახვა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სანათი წერტილების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. განათებასთან დაკავშირებით სარემოტო აღდგენითი სამუშაოები და სადღესასწაულო დეკორატიული გარე განათების მონტაჟი-დემონტაჟი. 1.2.11 ა(ა)ოპ – ბორჯომის სოფლის წყალი (03 02 13) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისათვის მუდმივი და ხარისხიანი წყლის მიწოდება. პროგრამის აღწერა: ბორჯომის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების წყალსადენის ქსელის და სათავე ნაგებობების ექსლპოატაცია, მოვლა , შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ახალის ქსელის გაყვანა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე სათავე ნაგებობის შემკრების მოვლა-პატრონობა,გაწმენდა და დაქლორვითი სამუშაოები ჩატარება. 1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (03 03) მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2019-2022 წლის დოკუმენტში მოცემულ სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როდორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლაპატრონობა, გარემოს დასუფთავება, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა და სხვა. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული სივრცეების მოწესრიგება რეაბილიტაცია, რათა მოსახლეობას მიეცეს სამოქალაქო აქტივობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი სივრცეების, სკვერების, ატრაქციონების, სანიაღვრე არხების, მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოტაცია, სასაფლაობის მოვლა, საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსება, ასევე მოხდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურება. 1.3.1 სანიაღვრე და სარწყავი არხების გაწმენდა, კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია (03 03 01) ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა, კერძოდ : ქ. ბორჯომის, ქეთევან წამებულის, ნინოშვილის, რობაქიძის, რაზმაძის ქ.№9-ში და სოფ. დაბაში,სოფ. ცემში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია.ასევე მოხდება ქ. ბორჯომში ე.წ. ,,ცოფიანი ღელი"-ს ღვარსაშვები არხის გაწმენდა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა(ქ. ბორჯომის მესხეთის ქუჩა, გამარჯვების ქუჩა, ქეთევან წამებულის, ნინოშვილის, რობაქიძის ქუჩაზე და სოფ. დაბაში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია). 1.3.2 ქუჩების გამწვანება და სკვერების კეთილმოწყობა (03 03 02) ქვეპროგრამის მიზანი:ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტებისათვის კომფორტული მოსასვენებელი გარემოს შექმნა ქვეპროგრამის აღწერა:ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია.კერძოდ : ქ. ბორჯომში მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მტრედის ხიდის მიმდებარედ, ჭავჭავაძის ქუჩაზე სასტუმრო „თბილისის“ მიმდებარედ, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი უბნის დასახლებაში, გამარჯვების ქუჩაზე და სოფელ ცემში განხორციელდება სკვერების მოწყობა. ასევე განხორციელდება ფანჩატურებისა და საპარკე სკამების შეძენა. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა მზის ფოტოელექტრონული სისტემის სკამები. 1.3.3 სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (03 03 04) პროგრამის მიზანი:მუნიციპალური სასაფლაოების სერვისის ხარისხიანი და შეუფერხებელი მიწოდება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;კერძოდ საფლავებზე მისასვლელი ბილიკის დაგვა-დასუფთავება; საჭირო სამუშაო იარაღებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა; მუშა-მესაფლავეების სპეციალური უნიფორმითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, ბალახის, ბუჩქების და ხეების მოვლა, სტრუქტურის წესრიგში მოყვანა, სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა, რეგულარული დაგვა დასუფთავება. 1.3.4 სამშენებლო, სარემონტო, სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა (03 03 05) ქვეპროგრამის მიზანი:ინფრასტრუქრუტული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. პროგრამის აღწერა:ქვეპროგრამის ფაარგლებში განხორციელდება ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამომავლოდ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. 1.3.5 ბორჯომის გამწვანება 2012 (03 03 06) პროგრამის მიზანი: მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების ბაღების, პარკების და გაზონების მოწესრიგება, ყვავილებით და მარადმწვანე დეკორატიული მცენარეებით შევსება და სასიამოვნო გარემოს შექმნა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების შევსება ყვავილებითა და მარადმწვანე, ფოთოლმცვენი სხვადასხვა დეკორატიული მცენარეებით. ჩატარდება მარადმწვანე ხე-მცენარეების მავნებელებისა და დაავადებათა კვლევა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები (გასხვლა, შეწამვლა); მოხდება ხე მცენარეების გასუფთავება ხმელი და ზედმეტი ტოტებისაგან, შემობარვა, მორწყვა,გასხვლა, ნაგავის შეგროვება და მათი გატანა. გაზონების დასუფთავება. ორგანული სასუქის შეტანა მრავალწლიანი ბუჩქების ძირებში,ასევე საყვავილე კლუმბებში, ასევე მოხდება მინერალური სასუქის შეტანა ყვავილნარებში, მრავალწლიან მცენარეთა ირგვლივ და ბალახის გაზონებში. მოხდება ტერიტორიების გათიბვა სეზონზე და გათიბული მასის გატანა. 1.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (0305) პროგრამის მიზანი: სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალურ-ეკონომიური მგდომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებისთვის პრიორიტეტული სოციალ-ეკონომიკური პროექტები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იქნება სოფლის მოსახლეობა. პროგრამით გათვალიწინებული თანხა წარიმართება სოფლის პირველი რიგის სოციალ-ეკონომიკური საჭიროებათა დასაფინანსებლად. 1.5 ტრანსპორტის სუბსიდირება (0306) პროგრამის მიზანი: სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება და მუნიცპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება. პროგრამის აღწერა: სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება, მუნიციპალური სერვისის განვითარება, ტექნიკურად გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზურუნველყოფა მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულად მომსახურეობისათვის. სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ტრანსპორტირება დროულად და უსაფრთხოდ, სპეც-ტექნიკით (ტრაქტორები) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. 1.6 სატრანსპორტო საშუალებების შეძენა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ექსკავატორ დამტვირთველის და ორი ეღთეული მაღალი გამავლობის ე.წ. პიკაპის შესყიდვა. 2. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (05 00) სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმის, მეწარმეობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ. 2.1 სპორტის სფეროს განვითარება (05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდერება – პოპულარიზაცია. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება- პოპულარიზაცია, ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები; სპორტის სხვადასხვა სახეობის სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია. სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა. პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთელი შეკრებების ჩატარებაზე და სპორტსმენთა მივლინებაზე საერთაშორისო ტურნირებზე; განხორციელდება ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და ქალთა სპორტის განვითარება, ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა. მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება, სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით იგეგმება სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე და სხვა. 2.1.1 ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო სკოლა (05 01 01) ქვეპროგრამის მიზანი: ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული სექციების და კლუბების მხარდაჭერას, რომლის მიზანია პროფესიული და ასაკობრივი ჯგუფების განვითარება, მოზარდთა მაქსიმალური მოზიდვა და ჩართულობა სხვადახვა სპორტის სახეობებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროფესიული სპორტული სექციების და კლუბების განვითარებას. 2.1.2 სპორტული ღონისძიებები (05 01 02) ქვეპროგრამით 2019 წელს განხორციელდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება რეგიონალური და ბორჯომის სარაგბო კლუბების დაფინანსება. 2.1.2 ა(ა)იპ – ბორჯომი ფეხბურთი 2013 ქვეპროგრამის მიზანი: ბავშვთა ჩართულობა ბავშვთა ფეხბურთში. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერას, რომლის მიზანია ბავშვთა მაქსიმალური მოზიდვა და ჩართულობა. 2.1.3 ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობა (05 01 04) ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების, გარე სავარჯიშო კომპლექსების და ატრაქციონების მოწყობა რეაბილიტრაცია. სპორტული მოედნების მოწყობა განხორციელდება: ქ. ბორჯომში სანატორიუმი „მთის ხეობის“ მიმდებარედ, თორის 120-ის მიმდებარედ, სოფ.კორტანეთში, სოფ. ბეშეთში, სოფ. დვირში. სოფ. ყვიბისი, სოფ. ჩითახევში, სოფ. რველში,სოფ. ტაბაწყურში,დაბა ბაკურიანში და დაბა ახალდაბაში. გარე სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი განხორციელდება 15 მისამართზე,კერძოდ: ქ.ბორჯომში ახალ უბანში, თორის 118-ში, ერეკლეს ქ.№25-სი, მესხეთის ქ. №43-ში, მესხეთის ქ. №121-ში, წმ.ნინოს ქ. №2-ში, გრ. ხანძთელის ქ. №35-ში, მესხეთის ქ. №29-ში, რუსტველის ქ. №69-ში, მტრედის ხიდის მიმდებარედ, სოფ. ტაბაწყურში და ყვიბისში, დაბა ახალდაბაში, წაღვერში და ბაკურიანში. 2.2 კულტურის სფეროს განვითარება (05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობას, საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობას, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას და სხვა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება კულტურის სფეროს დაწესებულებები, როგორიცაა ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლები და სხვა. 2.2.1 მუსიკალური სკოლის დაფინასება (05 02 01) ქვეპროგრამის მიზანი:მოსწავლეთათვის დაწყებითი მუსიკალური განათლების მიცემა, საფორტეპიანო, სიმებიანი, ვოკალური და ხალხური მიმართულებებით. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა კონტიგენტის მიღებას, სამუშაო გეგმების, გაკვეთილების ცხრილების შედგენას და განხილვას, სასწავლო წლის ხარისხიანად წარმართვას და მისთვის აუცილებელი საკითხების ორგანიზებას. კრეატიული აზროვნების დანერგვა-მოწყობას, მოსწავლეთა მომზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური, ფოლკლორული და სხვადასხვა ჟანრის ფესტივალებსა და კონკურსებში. კულტურული ღონისძიებების ჩატარებას. 2.2.2 საბიბლიოთეკო გაერთიანება (05 02 02) ქვეპროგრამის მიზანი: საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: საბიბლიოთეკო ფონდების შეგროვება, აღრიცხვა-დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად, მათი დაცვის უზრუნველყოფა. • საცნობარო–ბიბლიოგრაფიული აპარატის სრულყოფა, საბიბლიოთეკო მაჩვენებლების შედგენა და სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა; • საბიბლიოთეკო პროცესებში ელექტრონული საცნობარო აპარატის და მონაცემთა ბაზის (წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების ელექტრონული კატალოგების, ელექტრონული წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სტატიების) შექმნა და სრულყოფა, ელექტრონული პროგრამების და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და სრულყოფა, კომპიუტერული ქსელის და ქსელური აპარატურის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; • საქართველოს და საზღვარგარეთის საბიბლიოთეკო ფონდების ელექტრონული ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფა; • მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით, ელექტრონული რესურსებით, ტექნიკური საშუალებებით და ინტერენეტით, საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; • კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების, სპეციალიზირებული სემინარების და ტრენინგების მომზადება-ჩატარება, გამოფენების მოწყობა, საინფორმაციო ბაზის შექმნა და სრულყოფა; • საბიბლიოთეკო საქმიანობის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბასად. ახალი წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შეძენა, წიგნების პრეზენტაციების მოწყობა; შეხვედრები შემოქმედ ადამიანებთან, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მოწყობა მუნიციპალიტეტის სკოლების მასშტაბით; ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები ,,ბიბლიოთეკის კვირეული, ლექციები, კონფერენციები, სემინარები, საშობაო-საახალწლო შეხვედრები, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებები, საკლუბო შეხვედრები.სხვადასხვა სახის კონკურსების ჩატარება , თემატური საღამოების მოწყობა მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლითეკაში, მაღალმთიან სოფლებში(განსაკუთრებით ბალანთასა და ტაბაწყურში ) გასვლითი ღონისძიებების მოწყობა, მობილური ბიბლიოთეკის ამოქმედება; შშმ პირების ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა; წიგნადი ფონდის ციფრული კატალოგიზაციისათვის პროგრამის შეძენა და კადრების გადამზადება; ინვენტარის განახლება; სამეურნეო და საკანცელარიო ნივთების შეძენა; ზამთრის სეზონისათვის მომზადება. 2.2.3 ბორჯომის კულტურისა და ხელოვენების ცენტრი (05 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული ღონისძიებების ორგანიზება,მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობა სხვადასხვა მიზნობრივ წრეებში, როგორიცაა: ტიხრული მინანქრის, ფერწერისა და გრაფიკის, ხელნაკეთი თოჯინების და ქსოვის, ხეზე კვეთის შემსწავლელი წრეები, დაინტერესება ქართული ფოლკლორით , როგორც მუსიკალური ასევე ქორეოგრაფიული მიმართულებით. თეატრის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის, კიდევ უფრო საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული კურორტის სახით წარმოჩენა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ბორჯომის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მეშვეობით განხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, მათ შორის ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნაში მონაწილეობის მიღება. ქალაქის მოსახლეობისა თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება. მნიშვნელოვანია კულტურის ცენტრში გაერთიანებული საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება (კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, კოსტუმირება, გასტროლი და სხვა მოტივაცია); სახელოვნებო დარგის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები. მათი შემოქმედების განვითარებისათვის კულტურის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეთავაზება და მაქსიმალური მხარდაჭერა. სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ჩატარება როგორც კ/ცენტრში, ასევე ცენტრს დაქვემდებარებულ სოფლის კლუბებში, მოსწავლე ახალგაზრდობისა და წაღვერის კ/სახლებში. 1.სილამაზის კონკურსის მის ბორჯომი 2019 ორგანიზება-ღონისძიების ფარგლებში მოხდება ბორჯომსა და მის რაიონებში 20-25 გოგონას შერჩევა. რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში. ფინალში გასული გოგონები გამოვლენ საფინალო შოუში , რომელზეც მოხდება კონკურსის გამარჯვებულის და ორი საპრიზო ადგილის მფლობელის არჩევა და გამოცხადება ჟიურის მიერ. გამოცხადების შემდეგ შედგება გვირგვინის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი. კონკურსში მონაწილე გოგონები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. 2.შემოქმედებითი საღამოს მოწყობა-ღონისძიების ფარგლებში იგეგმება გამოჩენილი მომღერლის შემოქმედებითი საღამოს ჩატარება,საღამოს გაამრავალფეროვნებს მოწვეული მომღერლების და შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლა . 3.მოწვეული თეატრების მიერ სპექტაკლების წარმოდგენა, მოხდება საქართველოში მოღვაწე თეატრების მოწვევა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას და დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოუდგენენ ცნობილ ან ახალ სპექტაკლსებს. 4.საახალწლო ღონისძიებები – ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საახალწლო გასართობი სპექტაკლი ცენტრთან არსებული თეატრალური სტუდიის მიერ. შეძენილ იქნება სხვადასხვა ტკბილეული საახალწლო საჩუქრებისთვის. ღონისძიება მოიცავს საქველმოქმედო მიზნებსაც. სპეციალურად შშმ ბავშვებისთვის ჩატარდება სპექტაკლი. და გადაეცემათ საახალწლო ტკბილეულობა საჩუქრებად. 2.2.4 ეროვნული, სახალხო და საგანმანათლებლო ღონისძიებები (05 02 05) ქვეპროგრამის მიზანი: ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების წარმოჩენა, შენარჩუნება, განვითარება და მოსახლეობის კულტურის დონის ამაღლება. ახალგაზრდების მხარდაჭერა, წახალისება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ხელშეწყობა. ტურისტებისთვის ქალაქის წარმოჩენა. ტურიზმის პოპულარიზაცია. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესი მიმდინარეობს მოზარდი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად მთლიანი მოსახლეობისათვის. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინასდება სატელევიზიო პროგრამა „ეტალონი“ და ასევე „ეტალონში“ გამარჯვებული ბავშვი ყოველთვიური სტიპენდიით. ღონისძიებების განსახორციელებლად ასაწყობი სცენის, განათების და გახმოვანების აპარატურის შეძენა. 2.2.5 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე კულტურის სფეროს დაწესებულებების და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები (05 02 06) ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრმის ფარგლებში განხორციელდება წაღვერის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. 2.2.6 ბორჯომ ბაკურიანის ეპარქია (05 03) ქვეპროგრამის მიზანი: ეპარქიის ხელშეწყობა. ქვეპორგრამის აღწერა: ქვეპროპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2..2.7 საინფორმაციო მომსახუროება (05 03) პროგრამის მიზანი ინფორმირებული მოსახლეობა. პროგრმაის აღწერა: მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების გამოქვეყნება. 3. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ისეთი პროგრამების და ქვეპროგრამების განხორციელება, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯებს, მათ შორის: თანამდებობრივი სარგოს, ჯილდოს, დანამატს და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ-ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულიბის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯბესება; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. 4. განათლება განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რაც მყარი საფუძველია აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. ეროვნულ დონეზე შექმნილი სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტში განვითარების მიმდინარეობის შეასაფასებლად. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. 4.1 სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება (04 01) პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისათვის მზაობა. პროგრამის აღწერა: პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამებისა და მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, ბავშვების სხვადასხვა სოფლებიდან ტრანსპორტირება. 2019 წელს დაიწყება დამატებით 1 ახალი ბაღის მშენებლობა. 4.1.1 ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება (04 01 01) ქვეპროგრამის მიზანი:სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა. ქვეპროგრამის აღწერა: ბაღში რეგისტრირებულია 85 აღსაზრდელი, ხოლო 40 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით, რადგან ბაღს არ გააჩნია საკუთარი შენობა და დღეის მდგომარეობით იმყოფება ნაქირავებ შენობაში. კვება შეესაბამება არსებულ სტანდარტებს, მაგრამ განსაახლებელია მენიუ. სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობისათვის სასურველია კადრების გადამზადება და შესაბამისი სააღმზრდელო პირობების შექმნა. 4.1.2 ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“ (04 01 02) ქვეპროგრამის მიზანი სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა ქვეპროგრამის აღწერა მუნიციპალიტეტში სულ 1775 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 10 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 875 ბავშვის სწავლება. ხოლო დანარჩენი ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით. შესწავლილი იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ საბავშვო ბაღში რიცხული 650 ბავშვიდან მხოლოდ 20 პროცენტი ვერ აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს. რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული. სტანდარტებს შეესაბამება კვების ხარისხი და მენიუები და ბაღების ინფრასტუქტურა და აღჭურვა. ჩვენი მიზანია საშუალო ვადიან პერიოდში მოვახდინოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება და სტანდარებში მოქცევა. 4.1.3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია (04 01 03) ქვეპროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განათლების გაზრდილი ხელმისაწვდომობა. ქვეპროგრმაის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ დვირში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა,სოფ. ტაძრისის საბავშვო ბაღის ტერიოტრიის კეთილმოწყობა, სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ქ. ბორჯომის №3 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, ქ. ბორჯომში №1, №3 საბავშვო ბაღების და სოფელ ვარდგინეთში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ქ. ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. 4.2 საჯარო სკოლების ფინანსური დახმარება (04 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიოტრიაზე საჯარო სკოლებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განათლების ხელმისაწვდომობა პროგრამის აღწერა: განხორცილედება საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებსი განხორციელდება სოფ. ტაძრისში და დაბა ახალდაბის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ქალაქ ბორჯომის №1, №3, №4, №6, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის , რველის, ქვაბისხევის, დვირის, ჭობისხევის და დაბა ახალდაბის საჯარო სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაცია. 4.3 საგანმანათლებლო ცენტრის დაფინასება (04 03) პროგრამის მიზანი : მოსწავლეების აღზრდა და ჩამოყალიბება აქტიურ და განათლებულ მოქალაქეებად. პროგრამის აღწერა:მოსწავლეების ჩართულბა არაფორმალური განათლების ატქივობებში რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, პრეზენტაბელურობის, კომუნიკაბელურობის და სხვა უნარ ჩვევევის ჩამოყალიბებას. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (06 00) ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გაგრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის(გაიდლაინის) შესაბამისად. მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველ ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე. 5.1. ჯანმრთელობის დაცვა (06 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით. პროგრამის აღწერა: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის, სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა ეროვნულ ცენტრში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა,პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის, სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და სხვა... 5.1.1 ჯანდაცვის ცენტრი (06 01 01) ქვეპროგრამის მიზანი: სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდავცის ოპარატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით; ქვეპროგრამის აღწერა გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის, სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა დკსჯე ცენტრში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა,პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის,სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ტუბერკულოზისა და „C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება... 5.1.2 ამბულატორიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის ხელშეწყობა-რეაბილიტაცია (06 01 03) ქვეპროგრამის მიზანი: დაბა ბაკურიანში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა ბაკურიანში სამედიცინო პერსონალის ბინით უზრუნველყოფა და კ. წაქაძის ქ. № 2-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა,სოფლებში ბალანთა, ყვიბისში, ტბაზე და ციხისჯვარში ამბულატორიის მშენებლობა და სოფ. ქვაბისხევში ამბულატორიის რეაბილიტაცია. 5.1.3 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაცია (060104) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, და უპატრონო ცხოველებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია); ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა; ცხოველთა ტრანსპორტირება და მიღება-განთავსება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში; ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება; 5.2. სოციალური დაცვა (06 02) პროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; პროგრამის აღწერა: სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა; შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით არასამეწარმეო იურიდიული პირების კომუნალური ხარჯების დაფინანსება; სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგის სახის ქვეპროგრამები: მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა, მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა, I და II ჯგუფის ინვალიდების, ასევე უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მქონე პირების ერთჯერადად დახმარების პროგრამა, და სხვა. აღნიშნული პროგრამები განხორციელდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5.2.1 მოსახლეობის სტაციონალური სამედიცინო მომსახუროება (06 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამით 100 %-ით დაფინანსდებიან ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მოქმედი სარეიტინგო ქულა 0-დან 160 000-მდე . მაქსიმალური გასაცემი თანხა 5000 ლარი. ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 160 000-დან 200 000-მდეა, დაფინანსდებიან 100% ით და მაქსიმალური გასაცემი თანხაა 3000 ლარი. ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას დაფინანსდებიან 70%-ით. მაქსიმალური გასაცემი თანხა 2 000 ლარი. სრული დაფინასება გაეწიოთ: „ც“ ჰეპატიტით დაავადებულ პაცინეტებს სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადით.აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს და მინდობით აღზრდაში მყოფ პირებს , ობლებზე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებზე, დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდ ვეტერანებზე,ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგენის ლიკვიდაციების მონაწილეებს; მაქსიმალური გასაცემი თანხაა 3000 ათასი ლარი. 100 ლარამდე წარმოდგენიული ანგარიშფაქტურა დაფინანსდეს სრულად. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ, პლასტიკურ ქირურუგიაზე და კურორტულ მომსახურებაზე. ასევე არ დაფინანსდება არჩეული იმპლანტანტის, აყვანილი ექიმის და ,,ვიპ პალატის,, ღირებულება. ასევე, დაფინანსება არ განხორციელდება იმ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართებაში, თუ ისინი არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. ბენეფიციართა სტაციონარული დაფინანსება მოხდეს წელიწადში ერთჯერადად. 5.2.2 უფასო სასადილოს დაფინანსება (06 02 02) ქვეპროგრამის მიზანი: სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: ბორჯომის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო ემსახურება სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ყოველდღიურად დღეში ერთჯერადი ცხელი საკვებით უზრუნველყოფას. უმწეოთა უფასო სასადილოთი ყოველდღიურად სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები. მ.შ. მარტოხელა, ინვალიდი და ასაკით პენსიონრები, უმუშევრები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც მონაწილეობენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთ ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ და მინიჭებული აქვთ 0-დან 57 000 ქულის ჩათვლით. აგრეთვე შერჩევით დაკმაყოფილდება ის ბენეფიციარები რომელთ ქულა იწყება 57001-დან და არ აღემატება 150 000-ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანხმობით. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა ბინაზე ერთჯერადი სადილის გატანება ყოველდღიურად ოჯახის წევრზე ან ახლობელზე, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. მათ მიერ შემოტანილ პირად განცხადების საფუძველზე. სასადილოს ბენეფიციარებს ყოველდღიურად ემსახურებათ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ, რომლებიც სასადილოდან ცხოვრობენ მოცილებით. 5.2.3 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (06 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: გარდაცვლილების ოჯახებისთვის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისთვის დახმარების გაწევა. ქვეპროგრმაის აღწერა: ქვეპროგრამაში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციარზე – 250 ლარი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციარზე – 100 ლარი 5.2.4 მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შშმ ვეტერანთა დახმარება (06 02 05) ქვეროგრმაის მიზანი: დიდი სამამულო ომის მონაწილეების და შშმ ვეტერანების ღვაწლის დაფასება. ქვეპროგრამის აღწერა:ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 9 მაისთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომის ვეტერანებისათვის და მათთან გათანაბრებული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა – 300 ლარის ოდენობით თითოეულ ვეტერანზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე 100 ლარის ოდენობით. 26 მაისთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი ვეტერანებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას – 100 ლარის ოდენობით თითოეულ ვეტერანზე. დახმარების გაცემა განხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ბორჯომის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე. 5.2.5 ახალდაბადებული ბავშიანი ოჯახების დახმარება (06 02 06) ქვეპროგრმის მიზანი: მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, რომლის ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წელს ან წინა წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 300-მდე ბენეფიციარი. 150 ლარს პირველ ბავშვზე, 200 ლარს მეორე ბავშვზე, 300 ლარს მესამე ბავშვზე, 1000 ლარი მეოთხე და მომდევნო ბავშვების შეძენაზე,რაც გავლენას იქონიებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 5.2.6 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (06 02 07) ქვეპროგრამის მიზანი: ობოლი ბავშვების მორალური და ფინანსური თანადგომა. ქვეპროგრმის აღწერა: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ ბავშვთა კვებისა და განათლების მიღებისთვის ყოველთვიური დახმარება 250 ლარი თითოეულზე. 5.2.7 ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარება (06 02 10) ქვეპროგრამის მიზანი: სოციალური და ფინანსური თანადგომა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით გაიცემა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ღვაწლმოსილი ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას. 5.2.8 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (06 02 11) ქვეპროგრამის მიზანი: დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურად 150 ლარს. ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარს. ასევე 150 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი ჰყავთ შშმ პირი. 5.2.9 სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (06 02 12) 5.2.10 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (06 02 13) ქვეპროგრამის მიზანი: მედიამენტოზური მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. ქვეპროგრამის აღწერა: 1.1 ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები და განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენების მედიკამენტებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამით სტაციონარში წოლის შემდგომ დაფინანსდებიან 150 ლარით ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მოქმედი სარეიტინგო ქულა 0-160 000-მდე. 1.2 ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, მაგრამ საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას სტაციონარში წოლის შემდგომ, დაფინანსდებიან 100 ლარით. 1.3 ონკოლოგიური ავადმყოფების (1 და 2 კლინიკური ჯგუფი) ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის მკურნალობის ლიმიტი განისაზღვროს 2000 ლარით. წარმოდგენილი ფორმა №100 გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ონკოლოგიური დაწესებულების მიერ და მასში აღნიშნულ იქნეს ქიმიოთერაპიისთვის განსაზღვრული მედიკამენტების ჩამონათვალი ჩანაწერის ან რეცეპტის სახით. ხოლო რაიონის ონკოლოგის მიერ შევსებული ფორმა №100-ის (ჩანაწერი მედიკამენტების ჩამონათვალით), რეცეპტის და აფთიაქიდან წარმოდგენილი კალკულაციის (დედანი) საფუძველზე გაეწიოს დახმარება 150 ლარის ოდენობით (1, 2 და 4 კლ. ჯგუფებს). 1.4 დიალიზზე მყოფი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოხდეს ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. 1.5 მედიკამენტებით შეძენისათვის კვარტლაში ერთჯერადად დაფინასდებიან მოქალაქეები 100 ლარის ოდენობით, რომლებსაც მინიჭებული აქვთ -შშმ სტატუსი კერძოდ: ენცეფალოპათიით, პარკინსონის დაავადებით(კანკალა რიგიდული ფორმა) და 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები. 5.2.11 სოციალური დახმარებები (06 02 14) პროგრამის მიზანი: მოსახელობის სოციალური მდომარეობის შემსუბუქება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი და ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას. გამოვყოფთ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას. პროგრამის ფარგლებში ფინასდება: ახალდაქორწინებულთა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე შშმ ბავშვების ყოველთვიური დახმარება 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებზე „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ერთჯერადი დახმარება 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით მრავალშვილიან დედებზე „დედის დღესთან „დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება დღის ცენტრის კომუნალური გადასახადების დაფინანასება მრავალშვილიან ოჯახებზე და დედ-მამით ობოლ ბავშვების მეურვეებზე კომუნალური გადასახადის წილობრივი დაფინანსება ბორჯომის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო )მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცერებულია, მაგრამ შეუძლებელი გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 500 ლარისა. 2 ჯერადი ფულადი დახმარება (ახალი წელი, აღდგომის დღესასწაული) თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით: მრავალშვილიანი ოჯახების, დედმ-მამით ობოლი ბავშვები, მარტოხელა, მშობლები, 18 წლამდე ასაკის შშმ პირები და 18 წლის ზევით 1 ჯგუფის შშმ პირები რომლებსაც 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობისთ ეძლევათ შშმ პირებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო გასაცემელი-პენსია და დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მოინაწილე ვეტერანების და მარჩენალდაკარგული პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს), საქართველოს მთლიანობისათვის ომის ვეტერანი ინვალიდები (მათ შორის დევნილები), სხვა სახლმწიფოს ტერიტორიაზე ომის ვეტერანები (ავღანეთის ომის ვეტერანები) 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები და ჩერნობილის ავარიის დროს დაზარალებული მოქალაქეები. ქვეპროგრამა ითვალისწინებს 70 000-მდე ქულის მქონე ოჯახებზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობით უზრუნველყოფის მიზნით ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვას სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად. პროგრამა ითვლისწინებს მთავრობის 2016 წლის 14 ოივნისის №1141 განკარგულების და მუნიციპალიტეტის და შპს სამკურნალო განაჯანსაღებელი კომპლექსი „ოლიმის“ დამფუძნებლის შეთანხსმების საფიძველძე 0-დან 67 000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირების და 18 წლამდე შშმ ბავშების საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის საფასურის დარჩენლი 50% ის სრულ დაფინასებას ერთჯერადად. თავდაცვა და უსაფრთხოება პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია. პროგრამის აღწერა: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ. ბორჯომში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება და ტრანსპორტირება. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება.
თავი VI ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 14. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
თავი VII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 16. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 17. 2019 წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 18. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 21. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 22. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 23. 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 190,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86.4 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 101.5 ათასი ლარი. გ) მე 2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2.1 ათასი ლარი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 24. 2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 300,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები