,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016382
26
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010250050.35.124.016382
,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

 

,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  20-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge,  24.01.2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016280)  დამტკიცებულ საკრებულოს აპარატის დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლს,აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები“, დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

გ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

ე )ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;

თ) საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტებს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;

ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრას მოსახლეობასთან.

კ )ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა( მათ შორის საზღვარგარეთ) მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ლ) ორგანიზაციულ მომსახურეობას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

მ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მუნიციპალიტეტის მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების , საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების დავალებათა შესრულების კონტროლს;

ო) ასრულებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის- საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებებს>“

„7. მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

ა) საკრებულოს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალების მომზადება

ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, მოსახლეობისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;;  

გ) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზება;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას;

ე) საკრებულოსათვის, საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვისა და საკრებულოს წევრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცია;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციების გავრცელება და აქტივობების შესახებ პრესრელიზების მომზადება;

ზ) საინფორმაციო საშუალებებში გასავრცელებლად ტექსტური  და საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისათვის მასალების  მომზადება;

თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების ხელშეწყობა;

ი) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე