ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016490
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010250020.35.158.016490
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2019 - 27/12/2023)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,რ’’ პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის, ,,ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო ტარიფები:

ა.რატევანი – რაჭისუბნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,30 ლარის ოდენობით;

ბ) ქ. ბოლნისი – ტანძიის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

გ) რატევანი – ფარიზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

დ) ქ. ბოლნისი – კაზრეთი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ე) ქ. ბოლნისი – დისველის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ვ) ქ. ბოლნისი – დარბაზი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ზ) ქ. ბოლნისი – ტალავერის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

თ) ქ. ბოლნისი – ხატისოფლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას

მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

ი) ქ. ბოლნისი – აკაურთის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის

ტარიფი ერთი მიმართულებით 0,50 ლარის ოდენობით;

კ) ქ. ბოლნისი – მარნეულის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით 2,00 ლარის ოდენობით.

მუხლი 2
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის

რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია)

მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება

მიეცეთ:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;

ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;

ვ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

მუხლი 3
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა)  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250020.35.158.016328; 17/01/2017წ.).

ბ) „2018 წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №78დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250020.35.158.016403; 28/12/2017 წ.).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი