დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „1997/98 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ეკონომიკის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 09/07/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 15/07/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.012.003.044 |
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №50 1997 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი |
1997/98 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის შესახებ
|
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 ოქტომბრის №695 ბრძანებულების „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ 3.22 პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად
ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი სამინისტროების, უწყებების, უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლებისა და სპეციალობების მიხედვით, თანდართული №1 და №2 დანართების თანახმად. 2. დაევალოთ სამინისტროებს, უწყებებს, უმაღლეს სასწავლებელთა რექტორებსა და საშუალო სპეციალური სასწავლებლების დირექტორებს, მკაცრად დაიცვან სახელმწიფო დაკვეთით დამტკიცებული მისაღები კონტინგენტი სპეციალობათა მიხედვით, არ დაუშვან დაწესებული მისაღები კონტინგენტის დარღვევის არცერთი ფაქტი. 3. უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა და საშუალო სპეციალური სასწავლებელთა დირექტორებმა განახორციელონ ჯეროვანი ღონისძიებანი სასწავლებლებში საუკეთესო, ყველაზე მომზადებული ახალგაზრდების ორგანიზებული მიღების უზრუნველსაყოფად, არ დაუშვან გადახრები მიღების წესებისა და მისაღები გამოცდების ჩატარების თაობაზე მოქმედი ნორმატიული აქტებისაგან. 4. ამ ბრძანებით განსაზღვრული მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის შესანახი ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მინისტრი ვ. პაპავა
შეთანხმებულია: საქართველოს განათლების სამინისტრო თ. კვაჭანტირაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მ. ჭკუასელი საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო თ. გაზდელიანი საქართველოს კულტურის სამინისტრო ვ. ასათიანი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ბ. გულუა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ა. ჯორბენაძე საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი გ. კეკელიძე საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი კ. ასათიანი
დანართი №1
1997/98 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი
უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობის შიფრი სულ მათ შორის ცალკეულ სპეციალობათა დასახელება ________________________________________ დღის სწავლება საღამოს სწავლება დაუსწრებელი სწავლება
დანართი №2 1997/98 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი
მათ შორის:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები