დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 656 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021678 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2018, 040030000.10.003.020737) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ − საპენსიო სააგენტოს დებულების“ მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 9. სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არაუგვიანეს 1 თვისა მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; ე) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, სააგენტოს დირექტორის მოადგილეს დააკისროს დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები