„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 655
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021677
655
26/12/2019
ვებგვერდი, 27/12/2019
010240010.10.003.021677
„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №655

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის №120 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/02/2019, 010240010.10.003.021135) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, განაწილდეს იმავე მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად შესაბამისი მომსახურების ან/და სამუშაოების შესასყიდად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია