დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016387 |
28
26/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010250050.35.152.016387
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დაწესდეს შეზღუდვა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, გუდაურის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კერძოდ, ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნიდან სეზონის ოფიციალურ დახურვამდე, ყოველი პარასკევი დილის 10:00 საათიდან ორშაბათი დილის 10:00 საათამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით შეიზღუდოს სატვირთო ავტომობილების (№1, №2, №3 კატეგორიების) გადაადგილება.
2. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, რომელიც მდებარეობს გუდაურის ტერიტორიის დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ნაწილზე. მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან სასტუმრო მარკო-პოლომდე მიმავალ საავტომობილო გზაზე და საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან გონდოლებამდე მისასვლელ გზაზე; |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველ მუხლში განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სატვირთო ავტომობილის მიერ განსაზღვრული დროის/ადგილის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები