,,ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ”დუშეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 აგვისტოს N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016386
27
26/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010250050.35.152.016386
,,ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ”დუშეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 აგვისტოს N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. დუშეთი

„ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ”დუშეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგეს:

მუხლი 1
„ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ“ (სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016231) დუშეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 აგვისტოს №24 დადგენილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის მე-3 პუნქტის,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093  მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე და ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში ჰყავთ  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.“

„5. მესაკუთრე ვალდებულია მეოთხე პუნქტში მითითებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის (შინაური ცხოველის) რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანება)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი