დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016385 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგეს: |
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ნოემბრის №21 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.152.016380) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ხელშკრულების გაფორმების მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციის მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთელიმოწყობის სამსახური“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 103 მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალადარვევებისას უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეციალურ სადგომზე, ვეტექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 მუხლს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ წინამდებარე წესის დარღვევაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 103-ე მუხლით და 151-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები