„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებებში შემოსავლების განაწილების სისტემის სრულყოფისა და მათი გამოყენების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის შესახებ“

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებებში შემოსავლების განაწილების სისტემის სრულყოფისა და მათი გამოყენების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 208/ო
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 11/06/1997
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 25/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.033
208/ო
11/06/1997
გამოუქვეყნებელი, 25/11/2022
220.012.003.033
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებებში შემოსავლების განაწილების სისტემის სრულყოფისა და მათი გამოყენების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის შესახებ“
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბრძანება №208/ო

1997 წლის 11 ივნისის

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებებში შემოსავლების განაწილების სისტემის სრულყოფისა და მათი გამოყენების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებებში შემოსავლების განაწილების სისტემის სრულყოფისა და მათი გამოყენების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1996 წლის 12 ივნისის №219/ო და 1997 წლის 13 მაისის №160/ო ბრძანებების შესრულებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. შეიქმნას სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებებში მატერიალური წახალისების და განვითარების ფონდები დადგენილი წესით.

2. დამტკიცდეს მატერიალური წახალისებისა და განვითარების ფონდების ტიპიური დებულება თანდართული სახით (დანართი 1,2).

3. დაევალოს სახსანზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებებს:

- უზრუნველყონ ერთი თვის ვადაში თავიანთი დაწესებულებებისათვის მატერიალური წახალისებისა და განვითარების ფონდების დებულების შემუშავება და დამტკიცება ტიპური დებულების მოთხოვნების შესაბამისად და წარდგენა სახსანზედამხედველობის დეპარტამენტში შესათანხმებლად.

- უზრუნველყონ მატერიალურ წახალისების და განვითარების ფონდების შექმნა და ხარჯვა დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით.

4. დაევალოს სახსანზედამხედველობის დეპარტამენტს (ნ. შავდია):

- აღნიშნული ბრძანების მოთხოვნების დაყვანა ადგილებამდე;

- მატერიალური წახალისებისა და განვითარების ხარჯვის კონტროლი და ინფორმაციის პერიოდული წარმოდგენა.

5. ბრძანება გავრცელდეს ქსელში.

6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს თ. ჯინჯოლავას.

7. ბრძანება ძალაშია ხელის მოწერის დღიდან.

 

მინისტრი                                                                                              ა. ჯორბენაძე

 

დანართი 1

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებების მატერიალური წახალისების ფონდის ტიპიური დებულება

 

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 ივნისი №219/ო და 1997 წლის 13 მაისის №160/ო ბრძანებების საფუძველზე და მიზნად ისახავს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებების (შემდგომში წოდებული „დაწესებულება“) შემოსავლების განაწილების წესის სრულყოფას და მათი ნაწილის მიზნობრივ მიმართვას მუშაკთა მატერიალური წახალისებისათვის.

2. დაწესებულების მატერიალური წახალისების ფონდი წარმოდგენს მისი შემოსავლის ნაწილის აკუმულირებულ ფორმას, რომელიც გამიზნულია მუშაკთა წახალისებისათვის შრომის შედეგების მიხედვით.

3. დაწესებულების მატერიალური წახალისების ფონდი წარმოიქმნება მის განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან.

4. დაწესებულების მოგება წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დაწესებულების შემოსავლებისა და ხარჯების საფინანსო სხვაობას.

5. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების შემდგომ დარჩენილი მოგება წარმოადგენს დაწესებულების განკარგულებაში არსებულ მოგებას, რომლის ნორმატივით დადგენილი წილი ყოველკვარტალურად ჩაირიცხება დაწესებულების მატერიალური წახალისების ფონდში.

6. დაწესებულების განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან მატერიალური წახალისების ფონდში ჩასარიცხი თანხის ნორმატივი თითოეული დაწესებულებისათვის მტკიცდება ყოველწლიურად სახსანზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.

7. მატერიალური წახალისების ფონდში სახსრების აღრიცხა წარმოებს წლის დასაწყისიდან ნაზრდი ჯამის მეშვეობით და მისი ხარჯვა ხორციელდება მკაცრად მიზნობრივი წესით.

8. მატერიალური წახალისების ფონდში წლის ბოლოს დარჩენილი თანხები ჩამორთმევას არ ექვემდებარება და გადაიტანება შემდეგი წლისათვის.

9. მატერიალური წახალისების ფონდის ხარჯვა წარმოებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

- მუშაკთა მიმდინარე პრემირება;

- მუშაკთა ერთდროული წახალისება;

- მუშაკთა დაჯილდოება წლის შედეგებისათვის;

- მუშაკთა მატერიალური დახმარება;

- განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამუშაოთა შესრულებისათვის ერთდროული დახმარება.

10. მატერიალური წახალისების ფონდიდან სახსრების გახარჯვა მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის ხორციელდება ცალ-ცალკე შესაბამისი დებულების დაცვით და ფორმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით;

11. მატერიალური წახალისების ფონდის გახარჯვა ცალკეული მიმართულებების მიხედვით ხორციელდება წინასწარ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა განიხილება დაწესებულების მუშაკთა საერთო კრებაზე და მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით წლის დასაწყისისათვის. მასში ცვლილებების შეტანა წლის განმავლობაში შეიძლება იმავე პროცედურის დაცვით. შეცვლილი ხარჯთაღრიცხვა არ ვრცელდება შესაბამისი ბრძანების გამოსვლამდე მატერიალური წახალისების ფონდში დაგროვილ სახსრებზე.

12. მატერიალური წახალისების ფონდიდან გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია თანხების უკმარისობის შემთხვევაში დროებით დაიფაროს დაწესებულების დავალიანება ხელფასში. სათანადო შემოსავლების მიღების შემდგომ გახარჯული თანხები უნდა აღდგეს მატერიალური წახალისების ფონდში.

 

დანართი 2

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სამსახურის დაწესებულებების განვითარების ფონდის ტიპური დებულება

 

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 ივნისის №219/ო და 1997 წლის 13 მაისის №160/ო ბრძანებების საფუძველზე და მიზნად ისახავს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური სამსახურის დაწესებულებების (შემდგომში წოდებული „დაწესებულება“) შემოსავლების განაწილების წესის სრულყოფასა და მათი ნაწილის მიზნობრივ მიმართვას დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

2. დაწესებულებების განვითარების ფონდის წყაროებია:

- დაწესებულების განკარგულებაში დარჩენილი მოგების ნორმატივით განსაზღვრული ნაწილი;

- დაწესებულების ძირითადი ფონდების ამორტიზაციის ანარიცხები;

- დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის განკუთვნილი მიზნობრივი შემოსავალი.

3. დაწესებულების მოგება წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დაწესებულების შემოსავლებისა და ხარჯების საფინანსო სხვაობას.

4. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების შემდგომ დარჩენილი მოგება წარმოადგენს დაწესებულების განკარგულებაში არსებულ მოგებას, რომლის ნორმატივით დადგენილი წილი ყოველ კვარტალურად ჩაირიცხება დაწესებულების განვითარების ფონდში.

5. დაწესებულების განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან განვითარების ფონდში ჩასარიცხი თანხის ნორმატივი თითოული დაწესებულებისათვის მტკიცდება ყოველწლიურად სახსანზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.

6. განვითარების ფონდში სახსრების აღრიცხვა წარმოებს წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამის მეშვეობით და მისი ხარჯვა ხორციელდება მკაცრად მიზნობრივი წესით.

7. განვითარების ფონდში წლის ბოლოს დარჩენილი თანხები ჩამორთმევას არ ექვემდებარება და გადაიტანება შემდეგი წლისათვის.

8. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიზნობრივი შემოსავლები უშუალოდ ჩაირიცხება განვითარების ფონდში და მათი ხარჯვა ხორციელდება მიზნობრიობის მკაცრი დაცვით.

9. განვითარების ფონდის ხარჯვა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

- შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შეკეთება;

- შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენა-აშენება.

10. განვითარების ფონდიდან სახსრების გახარჯვა მე-11 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის ხორციელდება ცალ-ცალკე ხარჯთაღრიცხვის დაცვით და ფორმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

11. განვითარების ფონდის გახარჯვა ცალკეული მიმართულებების მიხედვით ხორციელდება წინასწარ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა განიხილება დაწესებულების მუშაკთა საერთო კრებაზე და მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით წლის დასაწყისისათვის. მასში ცვლილებების შეტანა წლის განმავლობაში შეიძლება იმავე პროცედურის დაცვით. შეცვლილი ხარჯთაღრიცხვა არ ვრცელდება შესაბამისი ბრძანების გამოსვლამდე განვითარების ფონდში დაგროვილ სახსრებზე.

12. მატერიალური წახალისების ფონდიდან გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია თანხების უკმარობის შემთხვევაში დროებით დაიფაროს დაწესებულების დავალიანება ხელფასში. სათანადო შემოსავლების მიღების შემდგომ გახარჯული თანხები უნდა აღდგეს მატერიალური წახალისების ფონდში.