„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016293
43
25/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
010320040.32.061.016293
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №43

2019 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 07/08/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.32.061.016098) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.“.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) კულტურის სფეროში ღონისძიებათა დაგეგმვა და წლიური სამუშაო გეგმების შესრულების მონიტორინგი;

დ) სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობა;

ვ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციებია:

ა) სპორტისა და ახალგაზრდულს საქმეთა სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის  გატარების ხელშეწყობა;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათ განხორციელებაში ხელშეწყობა;

გ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ხელშეწყობა;

დ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარების გზების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ე) ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სააგენტოს  მმართველობის სფეროსთან;

ვ) საქართველოს რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის  პოპულარიზაცია;

ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში მოქმედი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე ზედამხედველობა;

თ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე