,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016565
44
26/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
010250050.35.122.016565
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის 6.2.5. პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე’’ ვებ გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016526.  29.01.2019) და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე:

ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100001 ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას დახმარება – 250 ლარი.

ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 300 ლარი;

გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 200 ლარი;

დ) დედ–მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი;

ე) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი;

ვ) ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი;

ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება, რომელსაც სტატუსი მიენიჭა  თვალის დაავადების დიაგნოზით, დახმარება განისაზღვრება – 250 ლარით.

თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე:ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –1800 ლარი;

 ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერებრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის – 300 ლარი;

კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 200 – ლარი;

ლ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს - 200 ლარი;

მ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1500 ლარი;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა,დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარისა;

ო) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარი;

პ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან /და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან /და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტეს 200 ლარი;

ჟ) 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 100 ლარის ოდენობით;

რ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება - 200 ლარი;

ს) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველი ოჯახზე, (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ) რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულს არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა;

ტ) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი,ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 500 ლარი;

უ) ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება - 500 ლარი;

ფ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება -300 ლარი;

ქ) ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება -200 ლარი;

ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21 წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში - ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, წელიწადში არაუმეტეს 1800 ლარი;

ყ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა.

შ) სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არიან 65000-დან 100 001-ი სარეიტინგო  ქულით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით,  შეშის მომარაგების მიზნით, გადაეცეთ მერქნული რესურსი (შეშა) თითოეულს 3 (სამი) კუბური მეტრის ფარგლებში“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით.

3. სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100001 ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას დახმარება განესაზღვროს - 250 ლარით.

დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დევნილობის შემთხვევაში);

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება განისაზღვრება – 300 ლარით.

დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

5. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება განისაზღვრება – 200 ლარით.

დახმარების მიღების მიზნით ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

6. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება განისაზღვრება – 500 ლარით.

დახმარების მიღების მიზნით მეურვემ /მზრუნველმა ან მახარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) მეურვეობის/მზრუნველობის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის დახმარება განისაზღვრება - 500 ლარით.

დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ (უნარშეზღუდულმა პირმა, მშობელმა ან მეურვემ ან დროებითმა მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) დაბადების მოწმობა (არასრულწოვნის შემთხვევაში);

 გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №100/ა);

 ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის შესახებ;

ვ) სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების (როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ. (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

8. ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარების დახმარება განისაზღვრება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ -100 ლარით.

 ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ა) ბენეფიციართა სია;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

9.მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირის დახმარება,რომელსაც სტატუსი მიენიჭა  თვალის დაავადების დიაგნოზით, დახმარება განისაზღვრება – 250 ლარით.

დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება დახმარების მიმღების, ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი, აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) ან მინდობილი პირის ან მეურვის ან დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) დახმარების მიმღების ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი, აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) განცხადების შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, დახმარების მიმღების მინდობილი პირის განცხადების შემთხვევაში მინდობილობა; ხოლო დახმარების მიმღების მეურვის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების (როგორც მეურვეუბისა და მზრუნველობის ორგანო) გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 10. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება განისაზღვრება - 1800 ლარით.

 დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა);

 დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

11. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა დახმარება განისაზღვრება - 300 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან დროებით მხარდამჭერის ან მხარდამჭერის);

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

 ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დახმარება განისაზღვრება - 200 ლარით.

 დახმარების მიღებისმიზნით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (დევნილობის შემთხვევაში);

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის და ამავე დროს კონპენსაციის ან საპენსიო პაკეტის ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

13. სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება განისაზღვრება- 200 ლარით.

დახმარების მიღების მიზნით სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ომის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სხვა ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეობის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;

 დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

14. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება განისაზღვრება-1500 ლარით.

2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცნობა სოცილური მომსახურების საგენტოდან;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

15. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოებების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარისა.

 მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ ან შესაბამისი აქტი (რომელთა, საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო), სახლის ფოტომასალით;

დ) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;

ე) ბენეფიციარის საკუთრების მოწმობა საცხოვრებელ სახლზე (არსებობის შემთხვევაში);

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად 25-დან 30 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

16. ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარი.

 მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;

 ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად 25-დან დან 30 რიცხვის ჩათვლით,ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი დაჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

17. ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან /და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან /და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტეს 200 ლარი.

 მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;

 ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

18. 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის ფულადი დახმარება განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით.

 ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 ა) ბენეფიციართა სია;

 ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

 დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

19. სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არიან 0-დან 65 000 -ი ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება თითოეულს- 200 ლარი.

 დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

 გ) ქორწინების მოწმობის ასლი;

 დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 ე)ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

 ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

20. სადღესასწაულოდ (აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება განისაზღვროს თითოეულზე არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა.

 ბენეფიციარების (დედ-მამით ობოლი ბავშვის, შშმ სტატუსის მქონე ბავშვის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის) დახმარების მიზნით, დახმარება გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული სიის საფუძველზე, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახის(სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ)რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტიშვილი და 100 წელს გადაცილებული პირის დახმარების შემთხვევაში, დახმარების მიღების მიზნით ბენეფიციარებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

21. ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი,ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება -500 ლარის ოდენობით.

 დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;

 დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

22. ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება - 500 ლარის ოდენობით.

დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება;

 ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;

 დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

23. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება - 300 ლარი.

 დახმარების მიღების მიზნით მარტოხელა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)არასრუწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

24. ფსორიოზით დაავადებულ პირთა დახმარება -200 ლარი.

დახმარების მიღების მიზნით ფსორიაზით დაავადებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა;

 დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

25. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში- ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.წელიწადში 1800 ლარი.

დახმარების მიღების მიზნით მოქლაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა რეესტრიდან საკუთარი ან მშობლის სახელზე ქონების არარსებობის შესახებ;

დ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების შესახებ;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;

 ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად 25-დან დან 30 რიცხვის ჩათვლით,ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

26. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა.

დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, წლიური გადასახადის მითითებით;

დ) სტუდენტის მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მძიმე დანაშაულისათვის პატიმრობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხა ჩაირიცხება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

27. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არიან 65000-დან 100 001-ი სარეიტინგო  ქულით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით,  შეშის მომარაგების მიზნით, გადაეცეთ მერქნული რესურსი (შეშა) თითოეულს 3 (სამი) კუბური მეტრის ფარგლებში.

დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა)განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე