„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 010728/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 25/12/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016079
010728/21
25/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
010230000.58.070.016079
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №010728/21

2019 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტი:

ა.ა) თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის სამსახური;

ა.ბ) დასავლეთ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის სამსახური;“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტი ასევე ამზადებს ანგარიშს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი