დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 480 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100010000.22.027.016976 |
|
„არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3130 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 100010000.22.038.016683) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს ნებართვა ეძლევა მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი პრობაციის ბიუროს დასახელებას; ბ) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); გ) მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); დ) საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნის დასაბუთებას; ე) ქვეყანას/ქვეყნებს, სადაც მსჯავრდებული გეგმავს გამგზავრებას; ვ) ნებართვის მოქმედების სასურველ ხანგრძლივობას, ნებართვის ამოქმედების სასურველი თარიღის მითითებით; ზ) საზღვარგარეთ ყოფნისას, საზღვარგარეთ ყოფნის ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში იმ პირის/პირების ვინაობას, რომელიც უფლებამოსილი იქნება პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის სახელით დაწეროს განცხადება საზღვარგარეთ ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე განცხადებას, 10 სამუშაო დღის ვადაში იხილავს ბიუროს უფროსი. ბიუროს უფროსი გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. სამუშაო დღის 14:00 საათამდე წარმოდგენილი საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ განცხადების დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღის ვადაში განხილვისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურია 300 ლარი, ხოლო 2 სამუშაო დღის ვადაში განხილვისათვის - 250 ლარი. მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით - 700 ლარი; ბ) ერთიდან ორ თვემდე ვადით - 1200 ლარი; გ) ორიდან ოთხ თვემდე ვადით - 1500 ლარი; დ) ოთხიდან ექვს თვემდე ვადით - 2000 ლარი; ე) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით - 2700 ლარი; ვ) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით - 3500 ლარი. 22. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი საფასური არ ბრუნდება.“; დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადა უგრძელდება მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის/მსჯავრდებულის მიერ განსაზღვრული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი პრობაციის ბიუროს დასახელებას; ბ) მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან მსჯავრდებულის მიერ განსაზღვრული პირის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); გ) მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); დ) საზღვარგარეთ ყოფნის ნებართვის გახანგრძლივების მიზნის დასაბუთებას; ე) ქვეყანას/ქვეყნებს, სადაც იმყოფება/მიემგზავრება მსჯავრდებული; ვ) საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების გაგრძელების სასურველ ვადას.“; ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება ბიუროს წარედგინება ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე. განცხადების დაგვიანებით წარდგენა შეიძლება გახდეს ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი. 8. ამ მუხლის მე-4, მე-5 და 61 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ახალი ნებართვის მისაღებად, მსჯავრდებულს შეუძლია შესაბამისი განცხადებით ხელახლა მიმართოს ბიუროს უფროსს, რომლის განხილვისთვისაც მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი წესი.“. 2. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულის დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის გასაცემად აუცილებელია მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღინიშნება მსჯავრდებულის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებულს სურს დროებით გაიაროს რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაციის პერიოდი და მიზეზი.“. 4. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მსჯავრდებულთა რეგისტრაცია სრულდება 18:00 საათზე, ხოლო სისტემა იხურება 18:30 საათზე.“. 5. 21-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაუმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასურია 400 ლარი, რომელიც ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.“. 5. მსჯავრდებულის გამოცხადების შეღავათიან რეჟიმზე გადაყვანა ფორმდება ოფიცრის მოთხოვნების შეცვლის შესახებ ოქმით.“. 6. დანართი №7 ამოღებულ იქნეს. 7. დანართი №9 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები