„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5654-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.017942
5654-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
220010000.04.001.017942
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) დროებითი ბანკი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფუძნებული და ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული დროებითი კომერციული ბანკი, რომელიც იქმნება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების, ვალდებულებების ან/და კრიტიკული ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) რეზოლუცია − ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო მანდატის ფარგლებში კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება და სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენება ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად;“.

 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) განახორციელოს კომერციული ბანკის რეზოლუცია;

2) მონაწილეობა მიიღოს კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებასა და კრიზისის მართვაში;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების იმ ორგანოებთან, რომლებსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვთ. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ზედამხედველობასა და რეზოლუციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გაცვლას იმ პირობით, რომ მხარეები დაიცავენ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. რეზოლუციის საფუძვლების არსებობისას ეროვნულ ბანკს შეუძლია განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ განხორციელებული რეზოლუციის ან მისი ეკვივალენტური პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ განახორციელებს სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ სისტემას, საჯარო ინტერესს ან/და მათი განხორციელების შემთხვევაში არ იქნება უზრუნველყოფილი კომერციული ბანკის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა.“.

4. 161 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) განიხილოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სფეროში შემავალი კონკრეტული შემთხვევები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

დ) ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულებს მოსთხოვოს და დადგენილ ვადაში მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16მუხლი:

„მუხლი 162. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი

1. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი (შემდგომ − რეზოლუციის კომიტეტი) იქმნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. რეზოლუციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ამასთანავე, რეზოლუციის კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები ან/და მოწვეული პირები, თუ მათი დასწრება აუცილებელია შესაბამის საკითხზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. რეზოლუციის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლება აქვთ მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს. რეზოლუციის კომიტეტს თავმჯდომარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.

2. რეზოლუციის კომიტეტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის გეგმებს, იღებს გადაწყვეტილებებს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე, რისთვისაც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები.

3. რეზოლუციის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წელიწადში ერთხელ ან/და ეროვნული ბანკის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს რეზოლუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე.

4. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო ფუნქციებისა და სხვა ფუნქციებისგან საოპერაციო დამოუკიდებლობას, მათ შორის, ორგანიზაციული მოწყობის კუთხით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით.“.

 6. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან კომერციული ბანკის რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებას ან სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრია ან ახლო ნათესავია.“.

 7. 32-ე და 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, სარეზოლუციო ფონდისა და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისათვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი.

მუხლი 33. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციულ ბანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა. ამ პუნქტით განსაზღვრული სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო;

ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისიარ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით;

გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს დაფინანსების გეგმას;

დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა;

ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს.

4. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს.“.

 8. 48-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.“;

ბ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი გამოაქვეყნოს მის დამტკიცებამდე დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარების მიღების მიზნით. ეს არ ეხება იმ ნორმატიული აქტის პროექტს, რომლის მიღება აუცილებელია რეზოლუციის მიზნებისთვის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.

14. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) მიაწოდოს აღნიშნული სუბიექტის შემფასებელს და აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას). ამ უფლებამოსილებას ეროვნული ბანკი იყენებს საზედამხედველო მოთხოვნების ან/და სარეზოლუციო მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის ან/და შეფასების მიზნით, აგრეთვე სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში. არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა. ეროვნული ბანკის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება/მიუწოდებლობა არ შეიძლება გახდეს აღნიშნული სუბიექტის შემფასებლის მიერ შეფასების ან აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ აუდიტის არაჯეროვნად განხორციელების საფუძველი. შემფასებელი და აუდიტორი (აუდიტორული ფირმა) ვალდებული არიან დაიცვან ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

9. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენებას;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული და წარდგენილი გაჯანსაღების გეგმა, აგრეთვე მოსთხოვოს მას გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2) კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომა;“;

დ) „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად და რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად დაადგინოს გამარტივებული საზედამხედველო მოთხოვნები;“.

10. 491 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) მსხვილი რისკებისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესაბამისი მოთხოვნები;“;

ბ) „ე.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ი“ ქვეპუნქტი:

„ე.ი) სხვა, დამატებითი მოთხოვნები.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

 

„თავი IX1

კომერციული ბანკის რეზოლუცია და ლიკვიდაცია, კრიზისული სიტუაციების კოორდინაცია და კრიზისის მართვა

მუხლი 551. კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უშუალოდ ან სპეციალური მმართველის მეშვეობით განახორციელოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის რეზოლუცია. რეზოლუციის პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს რეზოლუციის შემდეგი მიზნებით:

ა) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა;

ბ) ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითიგავლენის თავიდან აცილება;

გ) საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა;

დ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა;

ე) მომხმარებელთა სახსრებისა და აქტივების დაცვა.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალი ან/და კრიტერიუმები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნები თანაბარმნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი იღებს ყველა ზომას რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. რეზოლუციის მიზნების შესაბამისად, ეროვნული ბანკი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სარეზოლუციო ხარჯებისა და კრედიტორთა დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად გამოსცეს სამართლებრივი აქტები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, კომერციული ბანკისთვის შეიმუშაოს რეზოლუციის გეგმები, ადმინისტრირება გაუწიოს სარეზოლუციო ფონდს, კომერციული ბანკის მიმართ შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი და ამ რეჟიმის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეზოლუციო უფლებამოსილებები.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).

6. კომერციული ბანკი და სხვა პირი ვალდებული არიან შეასრულონ რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში დადგენილი ეროვნული ბანკის ინსტრუქციები, მითითებები, მოთხოვნები და შეზღუდვები, აგრეთვე ხელი შეუწყონ ეროვნულ ბანკს რეზოლუციის მიზნების მიღწევაში. საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ეროვნულ ბანკს შესაბამის დახმარებას უწევენ.

7. ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 552. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახორციელოს ყველა სარეზოლუციო უფლებამოსილება, რომლებიც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, მათ შორის:

ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული კონტროლი ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება;

ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დაიცვას იმავე კანონის 32-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპები;

გ) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება;

დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომელი და ადმინისტრატორი და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე;

ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული ვალდებულებების მიმართ ან/და მხარეს შეუზღუდოს კომერციულ ბანკთან დადებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების მიმართ ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა;

ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

თ) განახორციელოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან კომერციული ბანკის აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა;

ი) კომერციული ბანკის აქტივები და ვალდებულებები სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირს (პირებს) გადასცეს. ამ უფლებამოსილების გამოყენებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტები მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკს ან დროებით ბანკს გადაეცეს;

კ) განახორციელოს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების (გარდა აქციებისა) კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;

ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების, საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვება;

მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;

ნ) კომერციული ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების ხელშეკრულების პირობის საფუძველზე გამოყენების გარდა, შეწყვიტოს, მათ შორის, ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, აგრეთვე დერივატივების შესახებ ხელშეკრულება;

ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები (გარდა უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა) ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის, მათ შორის, მიღებული პრემიის, ცვალებადი ანაზღაურების ან სხვა მსგავსი შემოსავლის, ანაზღაურება კომერციული ბანკის იმ აქციონერისაგან, ადმინისტრატორისაგან ან სხვა თანამშრომლებისაგან, რომლის/რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს;

ჟ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა,თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა;

რ) ეფექტური რეზოლუციის მიზნით კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორთან, შემფასებელთან, იურისტთან, ბუღალტერთან, კონსულტანტთან ან/და სხვა პირთან. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ამ პირის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს ეროვნული ბანკი გაიღებს;

ს) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისთვის, შეიმუშაოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას;

ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ კანონით დადგენილი, რეზოლუციასთან დაკავშირებული მოთხოვნების უცხოური ბანკის ფილიალზე გავრცელების თაობაზე;

უ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს ერთობლივად ან ინდივიდუალურად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებით, ხელშეკრულებებითა და ემისიის პროსპექტით დადგენილი წესების მიუხედავად, ეროვნული ბანკი და მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი სარეზოლუციო უფლებამოსილებებს ახორციელებენ კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების თანხმობის გარეშე. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების, გამოქვეყნების, დოკუმენტის რეგისტრაციის, ემისიის პროსპექტის დამტკიცებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.

4. კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც კომერციულ ბანკს კრიტიკული მნიშვნელობის მომსახურებას აწვდის, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია უცვლელი პირობებით გააგრძელოს ამ მომსახურების მიწოდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისთვის, მისი უფლებამონაცვლისთვის, აგრეთვე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, − კომერციული ბანკის შემძენისთვის ან/და დროებითი ბანკისთვის. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა შეიძლება უზრუნველყოს შემძენი ან უფლებამონაცვლე ბანკისთვის ან დროებითი ბანკისთვის სხვა მესამე პირის მიერ მომსახურების კომერციული ბანკის ხარჯით მიწოდება.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად შეცვალოს კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები/წესდება და მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

6. თუ რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია აქციების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/აქციებით ან სასესხო ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დროებით შეჩერება, ახალი აქციების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ხელახლა დაშვება ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემა, ეს უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ პროცესში შეიძლება არ იქნეს დაცული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამჟღავნებისა და ანგარიშგების მოთხოვნები ან მათი შესრულება გარკვეული ვადით გადავადდეს.

მუხლი 553. კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. კომერციული ბანკის ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, აგრეთვე აღნიშნული აქტივები ან/და ვალდებულებები ან/და მათი ნაწილი გადასცეს მესამე პირებს.

4. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესმა ზიანი არ უნდა მიაყენოს კომერციული ბანკის მიმართ გამოყენებულ სარეზოლუციო უფლებამოსილებებს (მათი გამოყენების შემთხვევაში) და რეზოლუციის მიზნებს.

მუხლი 554. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება

1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის „ნ“−„ს“ ქვეპუნქტებითგანსაზღვრული კრედიტორები ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ეს მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვას და დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების დასაბუთებას, მათ შორის, დაფინანსების საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

3. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, იგი დროებით სახელმწიფო დაფინანსებას გასცემს ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით:

ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა;

ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა ან/და კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღება;

გ) დაფინანსების სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ გამოყოფა ამ კანონის 555 მუხლით დადგენილი წესით;

დ) სესხის ან/და გარანტიის გაცემა ან/და რეზოლუციის მიზნებისთვის აუცილებელი სხვა ფორმით, მათ შორის, პირდაპირი ფორმით, დაფინანსება.

4. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს წილს კომერციული ბანკის კაპიტალში, მან უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა კომერციული ბანკი ადეკვატური კომერციული და პროფესიული საფუძვლებით იმართებოდეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკის აქციების ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების შეძენის შემთხვევაში კომერციული ბანკი ვალდებულია შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს გრძელვადიან პერიოდში კომერციული ბანკის ფინანსური მდგრადობისთვის საჭირო ქმედებებს, რომლებსაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული ბანკი.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავენ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს.

6. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავენ შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულებას მათი სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული კომერციული ბანკისთვისობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.

7. შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკისერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს: შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადებს. შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.

მუხლი 555. სარეზოლუციო ფონდი

1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს. სარეზოლუციო ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემის, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში სესხი ან/და გარანტია შეიძლება გაიცეს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე.

2. სარეზოლუციო ფონდს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების, გამოყენება.

3. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება მოამზადოს ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება უნდა შეამოწმოს დამოუკიდებელმა აუდიტორმა. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება უნდა აღირიცხოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

4. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.

5. სარეზოლუციო ფონდის შექმნის, გაუქმებისა და ადმინისტრირების წესი განისაზღვრება ამ კანონის 554 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი აქტით. ამ სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების, მათი ანგარიშგების მოთხოვნების დადგენის, სარეზოლუციო ფონდში არსებული თანხების ინვესტირებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული თანხების გამოთხოვის წესები.

მუხლი 556. კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადება და კრიზისის მართვა

1. ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტი (შემდგომ − კომიტეტი), რომელიც პასუხისმგებელია კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებისთვის. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილების სხვა პირისთვის დელეგირება.

2. კომიტეტი სხდომას მართავს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

3. კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. თუ კომიტეტის დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კომიტეტის წევრები გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ.

4. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.

5. ეროვნული ბანკი ვალდებულია:

ა) კომიტეტს აცნობოს ფინანსური სტაბილურობის პოტენციური საფრთხეებისა და რისკების შესახებ და მიაწოდოს მის ხელთ არსებული, კომიტეტისთვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) კომიტეტს დროულად აცნობოს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროების თაობაზე.

6. კომიტეტის წევრებმა კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კომიტეტის ფუნქციონირებისთვის. კომიტეტის წევრებმა უნდა დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება დებულებით, რომელსაც იღებს კომიტეტი მისი ყველა წევრის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. კომიტეტის დებულება აწესრიგებს კომიტეტის წევრთა მიერ ინფორმაციის გაცვლის პროცედურულ საკითხებს, აგრეთვე სისტემური რისკების ერთობლივი იდენტიფიცირებისა და ანალიზის განხორციელების, სისტემური რისკსცენარების შეფასების წესებს, კრიზისული სიტუაციების წინარე შეფასებისა და მართვის ოპერაციული დაგეგმარების წესებს, შესაბამისი სიმულაციების ჩატარების პროცედურულ წესებს და კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

8. კომიტეტი/კომიტეტის სამდივნო ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს.“.

12. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებანი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ლიკვიდაციის რეჟიმში ან რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ.“.

13. 68-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 5პუნქტები:

„51. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ შეფასებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეფასება აშკარა შეცდომას/ხარვეზს შეიცავს.

52. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილების ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისას ეროვნულ ბანკს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს სარეზოლუციო ფონდიდან.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე, სპეციალურ მმართველზე, კომერციული ბანკის ლიკვიდატორსა და დროებითი ბანკის ადმინისტრატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.“.

მუხლი 2

1. 2020 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს:

ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 162 მუხლით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტის შექმნა, რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრა;

ბ) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალის ან/და კრიტერიუმების დადგენა.

2. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს:

ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და ამ სესხის უზრუნველყოფის ფორმისა და პირობების განსაზღვრა;

ბ) ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ყველა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყონ ერთობლივი სამართლებრივი აქტების გამოცემა:

ა) დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესის განსაზღვრის თაობაზე;

ბ) სარეზოლუციო ფონდის შექმნის, გაუქმებისა და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის თაობაზე;

გ) დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანის განხორციელების წესის განსაზღვრის თაობაზე.

4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი, რეზოლუციასთან დაკავშირებული მოთხოვნების უცხოური ბანკის ფილიალზე გავრცელების თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემა.

5. 2020 წლის 1 ივლისამდე ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა უზრუნველყოს ამ კომიტეტის დებულების მიღება.

6. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო ფუნქციებისა და სხვა ფუნქციებისგან საოპერაციო დამოუკიდებლობა ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით.

7. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარეზოლუციო უფლებამოსილებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების უფლებამოსილება განახორციელოს 2021 წლის 1 იანვრიდან. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი ამ კანონიდან გამომდინარე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5654-რს