დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016504 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბერის N66 დადგენილებაში (www.matsne.ge, 27/12/2018, 190020020.35.162.016485) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
თავი I ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი სახით:
მუხლი 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
მუხლი 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11018.0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10032.0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 150,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 836.0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 7. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 9409,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 1466,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 1516,0 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი სახით:
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო და საოპერაციო სალდო
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 143.0 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 143.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თავი II ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები და ქვეპროგრამები 2020-2023 წლებისათვის
მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია და მოპირკეთება ასფალტო–ბეტონის საფარით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ბ) წყლის სისტემების განვითება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია, აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა. განხორციელდება სოფლების ჭაბურღილების ენერგო სისტემების მოწყობა და რეგიონალური პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრების თანადაფინანსება. ასევე დაფინანსებული იქნება ჭაბურღილებზე მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
გ) გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელებზე გახარჯული ელექტრო-ენერგიის საფასურის გადახდა. გარე განათების მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახური“. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
დ) კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება 2. დასუფთავება და გარემოს დაცვა
ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად მოხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატნა. დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები. განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვეაში ჭარბი თოვლისაგან განთავისუფლება. საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
ბ) თუშეთის დაცული ლანდშაფტი ახმეტის მუნიციპალიტეტი ქვეყანაში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც მართავს დაცულ ტერიტორიას, კერძოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტის - 32000 ჰა ტერიტორიას, აქედან 5029 ჰას შეადგენს ტყე, რომელსაც ასევე მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, რაც ასევე არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეცენდენტი, ტყის მუნიციპალური მმართველობისა. თუშეთის, თავისი მასშტაბით მუნიციპალიტეტის ამ უდიდესი სივრცის სამართავად არის შექმნილი ა(ა)იპ. „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“, რომლის მენეჯმენტ-გეგმაც დამტკიცებულია მთავრობის დადგენილებით და მასში განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები: თუშეთის ისტორიული დასახლებების ტრადიციული იერსახის შენარჩუნება, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სივრცითი დაგეგმარების სისტემის შემუშავება, ადგილობრივი მოსახლეობისათვის საშეშე და სამასალე მერქნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ტყის მავნებლების გამრავლებისა და ხანძრების თავიდან აცილების ეფექტური სისტემების შემუშავება, ტრადიციული სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის განვითარების პოტენციალის შესწავლა, თუშეთში მუდმივმაცხოვრებელი მოსახლეობის მოტივირება, საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის შექმნა, ძირითადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, თუშეთის ენდემური მცენარეული კულტურებისა და ცხოველთა ჯიშების დაცვის სტრატეგიის შემუშავება, დაცულ ლანდშაფტში გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების სტაბილური რაოდენობის უზრუნველყოფა. ვინაიდან, ზემოაღნიშნულ ამოცანათა გადასაჭრელად ადმინისტრაციის საბაზისო ბიუჯეტი საკმარისი არ არის, საჭირო ღონისძიებათა უდიდესი ნაწილი ფინანსდება საერთაშორისო ფონდებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ, აღნიშნულ პროექტებში ახმეტის მერიის კონტრიბუცია შეადგენს მხოლოდ საჭირო თანხის 5-10 %-ს. რადგანაც ახმეტის მერიის ბიუჯეტის სიმწირე, ხშირად არ იძლევა კონტრიბუციის დაფინანსების საშუალებას, ა(ა)იპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ სტრატეგიას წარმოადგენს საკუთარი სახსრების მოზიდვა მისი წესდებით ნებადართული საქმიანობით: სატყეო მომსახურება, ეროვნულ პარკში შესასვლელი ნებაყოფლობითი გადასახადის დაწესება და ა.შ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სარგებელი რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტს და მის მოსახლეობას მოუტანს ა(ა)იპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ გამართული მუშაობა, არ გამოიხატება ციფრობრივ-რაოდენობრივი ინდიკატორებით, არამედ უნდა შეფასდეს ხარისხობრივი - გარემოსდაცვითი ინდიკატორებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
გ) ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მოვლა-ტარონობის ცენტრი ორგანიზაცია ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტყე-პარკებისა („წყაროების“, „ბახტიონის“, „შვეიცარიის“, „ხორხლის“) და სასაფლაოებზე მისასვლელი ბილიკების დაგვა და დასუფთავებას, გამწვანებას, ამორტიზირებული ხეების მოჭრას, უპატრონო მიცვალებულებისათვის გამოყოფილი ადგილის დასუფთავებას. ხდება ტყე-პარკი "წყაროების" ტერიტორიის შენობა -ნაგებობების მოვლა-პატრონობა, რეგულარული დაგვა-დასუფთავება და გამწვანება. ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა სახის დახმარება, (სახურავის შერემონტება, შეშით დახმარება). ხდება ტყე პარკ "წყაროების" წელიწადში 3-4 ჯერ გათიბვა, გაწმენდა ეკალ-ბარდისგან , სეზონზე ყოველდღიურად დაგვა-დასუფთავება მთელ ტერიტორიაზე. ტყე-პარკ "ბახტრიონის" გაწმენდა ბალახისა და ჯაგნარისაგან გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე. შედარებით ნაკლები სამუშაოების ჩატარება ხდება ტყე-პარკ "შვეიცარიასა" და ტყე-პარკ " ხორხელში". ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ახმეტის 3 და 1 საბეროს სასაფლაოების ყოველ გაზაფხულზე, შუა ზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე გათიბვა, გაწმენდა ეკალ -ბარდისგან. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: მუნიციპალიტეტში არსებული ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია ექსპლოატაცია გათვალისწინებულია სოფლების სარწყავი ქსელების მოწყობის, რეაბილიტაციისა ხარჯები. სანიაღვრე არხების მოწყობა საჭიროებისამებრ სისტემატიურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული,როგორც რკინა-ბეტონის ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები.. სპეც. ტექნიკის და ინვენტარის შეძენა გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის სასოფლო სამეურნეო მანქანების შეძენის, ტრაქტორის კაპიტალური შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯები. 3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
ა) სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 36 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს არსებული მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი ბაღების მშენებლობას, ასევე ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა, შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა. ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული მონაცემების გამოვლინება. გარდა ამისა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. გათვალისწინებულია სტადიონების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2020 წლის განმავლობაში დაფინანსდება სამი სპორტული სკოლა, ესენია:
სკოლებში ფუნქციონირებს ძიუდოს, თავისუფალი, ბერძნულ-რომაულის, მკლავჭიდის, ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, კინბოქსის, რაგბის სექციები და აღნიშნულ სექციებში ჩართულია 700-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) ა(ა)იპ – ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ხარჯები მოხდება ადმინისტრაციის შესანახი ხარჯებისა და სხვადასახვა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება კერძოდ, დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 8 ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 133688 ცალი წიგნი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე. დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლები (ქ.ახმეტის, ქისტაურის, ოჟიოს, ქვ.ალვანის, ზ.ალვანის, მატნის, საკობიანოს, დუისის, ჯოყოლოს, ომალოს). ვეპროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი მუზეუმი: 1. რაფიელ ერისთავის სახლ მუზეუმი. 2. ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 3. პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. აღნიშნული მუზეუმებისათვის სისტემეტიურად ხდება სამუზეუმო ექსპონატების მოძიება-მატება, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის ქრონოლოგიური პერიოდულობით დალაგება და კლასიფიკაცია. დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული ეპოქის 400-ზე მეტი ისტორიული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხარჯები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,ბახტრიონი’’ და ანსამბლი ,,პანკისი’’. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
დ) კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვ.ალვნის კულტურის სახლში მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის გამოყოფილი ფართის რეაბილიტაცია. ე) სახელოვნებო და მუსიკალური სკოლები.(პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში შემოქმედებითი აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას. ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ორი სახელოვნებო სკოლა ესენია:
სკოლა ასევე უზრუნველყოფს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებას, სკოლაში არის სახელოვნებო წრეები, როგორიცაა ხატვის, ჭადრაკის, ცეკვის, თიხის და გამოყენებითი ხელოვნების. სკოლაში ირიცხება 300-მდე ბავშვი. პროგრამაში გათვალისწინებულია უნარშეზღუდული ბავშვების ჩართვა, რაც უზრუნველყოფს მათ მომავალი პროფესიული ცოდნით, რადგან ისინი გარდა ფსიქოლოგიური განტვირთისა შეისწავლიან რომელიმე პროფესიას,როგორიცაა კერვა, ქარგვა, თექის დამზაქდება, თიხის დამუშავება და ა.შ. რაც მათი შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.ამავე პროგრამაში შესაძლებელია ჩართული იყვნენ დიასახლისები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ დახმარებას და არც საპენსიო ასაკი აქვთ. აქ ისინი განერიდებიან მძიმე სოციალურ პრობლემებს და ასევე შეიძენენ განათლებას, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული სექცია როგორიცაა „კრივი“ სადაც მომზადებას გადის 35 ბავშვი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
ვ) საინფორმაციო ცენტრი ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთი ,,ბახტრიონი’’. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
ზ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. პროგრამა მიმართულია მოსახლეობაში ინფექციური და არაინფექციური დაავადებებზე ზედამხედველობის,მათი გავრცელების შემცირების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის. ინფექციური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტური და შედეგზე გათვლილი ღონისძიება არის იმუნიზაცია,რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს ფუნქციას.ჩვენს რაიონში მეცხოველეობა არის ადამიანთა საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო, ამიტომ მოსახლეობაში გვხვდება ბრუცელოზის შემთხვევები,რაც საჭიროებს აქტიურ ეპიდზედამხედველობას, ვეტსამსახურის დროულ ჩართვას, ოჯახის წევრების ლაბორატორიულ კვლევას და მკურნალობის დროულ დაწყებას. ახმეტის რაიონში აღარ გვაქვს მალარიის შემთხვევები, მაგრამ არ ვართ დაზღვეული რომ დაავადებული ადამიანი შემოვიდეს სხვა ქვეყნიდან,სწორედ ამიტომ მალარიის პროგრამა მუშაობს ქვეყანაში და ამასთან ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფუნქციონირებს ლაბორატორია სადაც ხდება მალარიის ლაბორატორიული კვლევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ აგრეთვე ხორციელდება აქტიური ზედამხედველობა ტუბერკულოზის ყველა ახლადგამოვლენილ შემთხვევაზე. ერთ ერთი უმთავრესი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ არის ცოფთან ბრძოლის პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელება წარმოებს ვეტსამსახურტან აქტიური თანამშრომლობის ფონზე ამასთან ერთად ცოფით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული დაავადების შესახებ. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯები პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის დახმარებას. დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება. ე) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება(06.02.04) ქვეპროგრამის ძირითადი დანიშნულებაა ყოველ კვირა დღეს ავტოტრანსპორტით უფასო მომსახურეობა გაეწიოს ილტოსა და კასრისწყლის მოსახლეობას. ვ) ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯი ქვეპროგრამის ფარგლებში სამამულო ომის ვეტერანები სადღესასწაულოდ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას, გარდაცვლილი ომის ვეტერანთა ოჯახები მიიღებენ სარიტუალო ხარჯებისათვის თანხას 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით. ზ) უმწეოთათვის უფასო სასდილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად და უმწეო მდგომარეობაში მყოფ 320-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებას. თ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 09) მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის პროექტის თანადაფინანსება. 5. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. აგრეთვე თავდაცვის ხარჯებს. მათ შორის: ა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა (კოდი: 0100) 1.1 პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა მიზანი მუნიცპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება. 5.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და სამედიცინო შემოწმებას გაივლის 200-მდე წვევამდელი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
თავი III ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი14. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი სახით.
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15 ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 16 ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 17 2020 წლის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე დანამატები გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 18 ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ახმეტის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20 პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 21 მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 03-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 22 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 23 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 150,0 ათასი ლარი მიიმართოს ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 72,8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 77.2 ათასი ლარი. მუხლი 24 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 25 2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 120,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები