დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5684-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.019736 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 153-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, აგრეთვე „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობას (ფინანსური გირავნობის საგანს) და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5684-რს |
დოკუმენტის კომენტარები