„საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“

„საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 19/05/1997
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.023
40
19/05/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 19/05/1997
180.012.003.023
„საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“
ტრანსპორტის სამინისტრო
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება 40

1997 წლის 19 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციონალური მოწყობისა და მართვის ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ“ 1996 წლის 26 მაისის, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 1997 წლის 15 აპრილის, საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონების და „ეკონომიკური რეფორმების გაღრმავების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 მაისის №139 განკარგულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ეკონომიკური რეფორმების გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა, რის შედეგადაც რეფორმების ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს ბუნებრივი მონოპოლიების რესტრუქტურიზაცია ტრანსპორტის სფეროში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოს საჰაერო ტრანსპორტში სახელმწიფო მართვის სისტემის ორგანიზაციული სრულყოფა, სახელმწიფო და სამეურნეო მართვის ფუნქციების გამიჯვნის პროცესის უზრუნველყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ინსტიტუციონალური მშენებლობის ინტენსიფიცირება. ამ მიზნით:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საჰაერო ტრანსპორტის სისტემაში განხორციელდა ინსტიტუციონალურ-სტრუქტურული რეორგანიზაცია და გაიმიჯნა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მმართველობის ორგანოს და მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისა და ორგანიზაციების, როგორც სამეურნეო სუბიექტების ფუნქციები.

2. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა (ზ. ჭანკოტაძემ), სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტმა (თ. ხოჯავა), საკანონმდებლო საქმიანობისა და სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტმა (გ. დოლბაია) ერთობლივად შეიმუშაონ და მიმდინარე წლის 1 ივნისამდე წარმოადგინონ დასამტკიცებლად საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა, საშტატო განრიგი და ხარჯთაღრიცხვა, იმის გათვალისწინებით, რომ 1997 წლის სექტემბრიდან  საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვ. ლომაძეს.

 

მინისტრი                                                                                           მერაბ ადეიშვილი