„სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5686-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300060000.05.001.019750
5686-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
300060000.05.001.019750
„სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27(34), 1999 წელი, მუხ. 144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ოფციონი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოფციონი;“;

ბ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ფორვარდი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფორვარდი;

ს) ფიუჩერსი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფიუჩერსი.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის თანახმად საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ ფორვარდები, ფიუჩერსები და ოფციონები, აგრეთვე გარიგებები რეალურ საქონელზე.“.

3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. გარანტიები საბირჟო ვაჭრობაზე ფორვარდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების განხორციელებისას

1. ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელების საანგარიშსწორებო მომსახურების უზრუნველსაყოფად ბირჟა ვალდებულია დადგენილი წესით დადოს შესაბამისი ხელშეკრულება ბანკთან ან თვითონ შექმნას კლირინგული ცენტრი.

2. კლირინგული ცენტრი უფლებამოსილია:

ა) გამოვიდეს,  როგორც  საბირჟო  გარიგებების  უნიფიცირებული  მხარე, საბირჟო  გარიგებების თითოეული კონტრაგენტის წინაშე მხარეებს შორის საბირჟო გარიგებების შესრულების გარანტიის, ნეტო ვალდებულებების, მოთხოვნების განსაზღვრისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) დაადგინოს შენატანების სახეები, ოდენობა და ამოღების წესი, რამაც უნდა უზრუნველყოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელება და იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა ამ გარიგებებით აღებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით, აგრეთვე განსაზღვროს ამ გარიგებების მონაწილეთა სხვა საფინანსო ვალდებულებები;

გ) დადგენილი წესით აწარმოოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების მონაწილეთა დაკრედიტება და სავალდებულო დაზღვევა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ამ გარიგებების გარანტიებისათვის, აგრეთვე მათი შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5686-რს