„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5673-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.019740
5673-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
240140000.05.001.019740
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების, აგრეთვე ფინანსური გირავნობის მონაწილე პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მის შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოები, ლიკვიდატორი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვე, გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი, დროებითი ადმინისტრატორი, მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ნებისმიერი სხვა პირი.“.

3. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოვალეზე, რომელსაც „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული აქვს ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებები;“.

4. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისა და შემოწმების შესახებ დებულებები არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომელიც „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარგებლობს ურთიერთგაქვითვის უფლებით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებით. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებები.“.

5. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებად არ მიიჩნევა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული ურთიერთგაქვითვა ან საბოლოო ურთიერთგაქვითვა.“.

6. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო ქონება იყიდება აუქციონის გზით, გარდა ფინანსური გირავნობის საგნისა, რომლის რეალიზაცია ხორციელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

7. მე-40 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილია ფინანსური გირავნობის მეშვეობით. ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

8. 551 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  მარეგისტრირებელი   ორგანო  ვალდებულია  საქართველოს  ეროვნულ  ბანკს  დაუყოვნებლივ  მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების მმართველის ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის, აგრეთვე მისი ცვლილების თაობაზე, რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულებისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5673-რს