„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016297
28
25/12/2019
ვებგვერდი, 27/12/2019
010250050.35.151.016297
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2019 წლის 25 დეკემბერი

დაბა სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ’’

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 16-მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისa და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზება, კერძოდ: დაწესდეს შეზღუდვები ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გუდაურისა და კობის ადმინისტრაციულ ერთეულში  ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნიდან სეზონის ოფიციალურ დახურვამდე, ყოველი პარასკევი დილის 10:00 საათიდან ორშაბათი დილის 10:00 საათამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილების (N1,  N2,  N3  კატეგორიების) გადაადგილებასთან დაკავშირებით.
მუხლი 2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №42 დადგენილების „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე, კობის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის გზად განსაზღვრულია ს-3-დან სოფ. კობის ეკლესიასთან და ს-3-დან თრუსოს ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
მუხლი 3
გუდაურისა და სოფელ კობის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის მიერ განსაზღვრული დროის/ადგილის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი’’-თ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე