„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021661
643
24/12/2019
ვებგვერდი, 25/12/2019
280120000.10.003.021661
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №643

2019 წლის 24 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 280120000.10.003.021000) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. №1.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 750 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 480 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 270 000 ლარით, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება –  1 000 000 ლარით.“.

2. 1.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 072 500 ლარით.“.

3. №1.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 123 000 ლარით.“.

 4. №1.4 დანართის (ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 19 400 ლარით.“.

5. №1.5 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 265 000 ლარით.“.

6. №1.6.1 დანართის („სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 797 000 ლარით, მათ შორის, ელექტროსავარძელ-ეტლებისთვის – 537 000 ლარით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 560 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში – 3580 ლარს.“.

7. №1.6.3 დანართის („სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“):

ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არანაკლებ 1500 ციფრული სმენის აპარატის შეძენასა და გაცემას;“;

 ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 375 000 ლარით.“.

 8. №1.6.4 დანართის („ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი“):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს  ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 100 ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 30 000 ლარით.“.

9.  №1.6.5 დანართის („კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი“):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   35 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“;

ბ)  მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 487 900 ლარით.“;

 ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება – 37 225 ლარს;“.

10. №1.8 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქვეპროგრამის  ბიუჯეტი განისაზღვრება 426 000  ლარით.“.

11. №1.9 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 361 100  ლარით.“.

12. №1.10 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 548 000 ლარით.“.

13. №1.12 დანართის („სათემო ორგანიზაციებ მომსახურებით უზრუნველყოფი ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 030 000 ლარით.“.

14.  №1.13 დანართის („განვითარების  მძიმე და ღრმა   შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 162 900 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია