დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 627 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021674 |
|
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ რეგლამენტის დებულებები გამოიყენება საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მათ მისაბმელებზე (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა).“; ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „ჩ) ხარვეზი – სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემების, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ინსპექტირება შესაძლებელია, ჩატარდეს მოძრავ (გადასატან) ხაზზე. ჩვეულებრივ, ეს ხაზი წარმოადგენს სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩამონტაჟებულ ან ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატან მობილურ კონტეინერს.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ინსპექტირებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების სისტემები და კომპონენტები, ინსპექტირების მეთოდი, ხარვეზების კატეგორიები, მინიმალური სტანდარტები და ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის, მოყვანილია ამ რეგლამენტის მე-6 მუხლსა და დანართ №1-ში.“; გ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-5 მუხლს მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 პუნქტები: „121. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ხარვეზები მათი სიმძიმის დონის გათვალისწინებით იყოფა კატეგორიებად შემდეგი თანმიმდევრობით: ა) სახიფათო ხარვეზი − ხარვეზი, რაც წარმოშობს პირდაპირ და მყისიერ რისკს საგზაო უსაფრთხოების მიმართ ან უარყოფითად აისახება გარემოზე; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზი − ხარვეზი, რომელიც შესაძლებელია, უარყოფითად აისახოს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გავლენა იქონიოს გარემოზე, ან საფრთხე შეუქმნას ქვეითებსა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; გ) უმნიშვნელო ხარვეზი − ხარვეზი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გარემოზე. 122. სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული სხვადასხვა კატეგორიის ხარვეზები, კლასიფიცირებული უნდა იქნეს იმ კატეგორიაში, რომელიც შეესაბამება გამოვლენილ ხარვეზებში ყველაზე მძიმე კატეგორიას.“. 5. მე-5 მუხლის: ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების წარმდგენი: ა) დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვრავს ინსპექტირების გავლის დროს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ − ინსპექტირების ჩატარების ვადების ფარგლებში; გ) იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ − დადგენილი ტარიფის შესაბამისად; დ) წარუდგენს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალებას სუფთა მდგომარეობაში და შემდეგ დოკუმენტებს: დ.ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობას ან მის ასლს; დ.ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს.“; ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ამ რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების დეფექტი ან/და ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირება არ ჩაითვლება დადებითად გავლილად და ინსპექტირებაზე სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში ხარვეზების მითითებით.“. 6. მე-5 მუხლს მე-19 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. ამ რეგლამენტის დანართ №1-ის 6.1.2 გრაფით გათვალისწინებული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებას, განმეორებით ინსპექტირებაზე, სრულად უნდა ჩაუტარდეს გამონაბოლქვის კომპონენტის ინსპექტირება.“. 7. მე-5 მუხლის: ა) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ამ მუხლის მე-19 პუნქტში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება წარდგენილ უნდა იქნეს ინსპექტირების ცენტრში განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად. ხარვეზად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების წარმდგენი ინსპექტირების ცენტრს წარუდგენს სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ხარვეზად მიჩნეული კომპონენტის შესაბამისობას სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საექსპლოატაციო დოკუმენტებით დადგენილ ნორმებთან.“; ბ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პირველი ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინსპექტირება ხორციელდება საერთო საფუძველზე.“; გ) 26-ე და 27-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „26. თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში. ასეთი ჩანაწერის არსებობა კრძალავს სატრანსპორტო საშუალების საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას. 27. თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზ(ებ)ი ან სახეზეა მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ი, მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში, პირველი ინსპექტირების თარიღიდან მომდევნო ინსპექტირების ჩატარების საბოლოო ვადის მითითებით. უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზ(ებ)ის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში.“. 8. მე-5 მუხლს 27-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 პუნქტი: „271. ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში მითითებული უმნიშვნელო ხარვეზი მიჩნეული იქნება მნიშვნელოვან ხარვეზად, თუ მისი აღმოფხვრა არ მოხდება დადებითი შედეგის მქონე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშში მითითებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადის გასვლამდე.“. 9. მე-5 მუხლის: ა) 32-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მოწმდება მიღებული შედეგებისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენილ რეგისტრაციის მოწმობაში მოყვანილი მონაცემების შესაბამისობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში დაცულ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებთან. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ბ) 32-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ტაქოგრაფის ან/და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის არსებობა.“. 10. მე-6 მუხლის: ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, 8.1 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი: „გ.დ) წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარების არსებობა არამუშა მდგომარეობაში, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია შესაბამისი ფუნქციონირების სისტემა;“; გ) მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) 8.2 პუნქტის: დ.ა) „დ.ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა.გ) ნახშირჟანგის (CO) შემცველობის კონტროლი გამონაბოლქვ აირებში. ძრავას უქმი სვლის (დაუტვირთავი) რეჟიმის დროს CO-ს მაქსიმალური დასაშვები შემცველობა გამონაბოლქვ აირებში არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი: – იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლამდე ან ჩათვლით – 4,5 %-ს; – იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლის შემდეგ – 3.5 %-ს;“; დ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით, დიზელის ძრავებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას დადგენილ მოთხოვნებში მითითებული თარიღის შემდეგ პირველად რეგისტრირებული ან ექსპლუატაციაში შეყვანილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კვამლიანობა არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ ეს ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი, ან მოთხოვნები არ იძლევა სტანდარტული სიდიდეების გამოყენების შესაძლებლობას, შთანთქმის კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს: − ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის – 2,5 m-1-ს, − დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით – 3,0 m-1-ს;“; დ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ის დიზელის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია და რომლის სარეგისტრაციო მოწმობაში სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის გრაფაში მითითებულია დაუდგენელი დრო (მაგ.: 0, -, ან სხვა სიმბოლო) ან რომელიც რეგისტრირებული იყო, ან რომლის ექსპლუატაციაც დაიწყო 1980 წლის 1 იანვრამდე, არ ექვემდებარება ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;“. 11. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან ტექნიკური ინსპექტირების ჩატარებისას, არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილისა, M1 და N1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის: ა) არ არის სავალდებულო ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის: ა.ა) მე-7 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებები; ა.ბ) მე-8 პუნქტის: ა.ბ.ა) პირველი ქვეპუნქტი; ა.ბ.ბ) 8.2 პუნქტის „დ.ბ.გ.ბ“ და „ზ.ა“ ქვეპუნქტები; ბ) ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „დ.ბ.გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაჩვენებლები განისაზღვროს – 0,8%-ით.“. 12. მე-8 მუხლს: ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები: „11. 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, M1 და N1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის სავალდებულო არ არის ამ რეგლამენტის დანართ №1-ის 7.3, 7.4, 7.5 და 8.1.1 გრაფებით გათვალისწინებული დებულებები. 12. იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის 8.2 პუნქტის „დ.ბ.გ.ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს შემდეგი ეტაპებით: ა) 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,7% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.7%; ბ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,6% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%; გ) 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%. 13. ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის 8.2 პუნქტის „დ.ბ.გ.ა“, „დ.ბ.გ.ბ“ და „ზ.ა“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით და იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც 2020 წლის 1 აპრილიდან საქართველოში გაივლიან პირველად რეგისტრაციას.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის სარეგისტრაციო მოწმობაში სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის გრაფაში მითითებულია დაუდგენელი დრო (მაგ.: 0, -, ან სხვა სიმბოლო) პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება არაუგვიანეს რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული რეგისტრაციის თვისა და რიცხვისა.“. 13. მე-8 მუხლის მე-8 − მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში. 9. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2020 წლის პირველი აპრილიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში. 10. ამ რეგლამენტის დანართ №1-ის 2.2.2 გრაფის „დ“ პუნქტი არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს 2020 წლის პირველ აპრილამდე და დაუფიქსირდათ საჭის მდებარეობის ცვლილება.“. 14. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 აპრილიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
სატრანსპორტო საშუალებების სისტემები და კომპონენტები, ინსპექტირების მეთოდი, მინიმალური სტანდარტები და ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის |
|
დოკუმენტის კომენტარები