დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.159.016403 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/12/2017, 010260020.35.159.016300) და
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტის და მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის, მე-2 ნაწილის, 118-ე მუხლის, 122-ე -124-ე მუხლები, 127-ე მუხლის, 130-ე - 138-ე მუხლებისა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:.“. 2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლი. 3. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 მუხლი. 4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1. 5. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები