დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1996 წლის 13 მაისის №164/ო ბრძანებით დამტკიცებულ 1,2,4 სიებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 78/ო |
დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 06/03/1997 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.012.003.006 |
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ბრძანება №78/ო
1997 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1996 წლის 13 მაისის 164/ო ბრძანებით დამტკიცებულ 1,2,4 სიებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
როგორც ცნობილია, ცენტრალური მოქმედების ოპიოიდური ანალგეტიკი „ტრამადოლი“ ალკოჰოლთან და რიგ ძლიერმოქმედი ნივთიერებების შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას იწვევს ნარკოტიკული თრობის ეფექტს. „ტრამადოლის“ აღნიშნული თვისება ცნობილი გახდა საქართველოს ახალგაზრდობისათვის, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ფართოდ იყენებენ მას არასამედიცინო დანიშნულებით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პოლინარკომანიის გავრცელებას მწვავე სოციალური მნიშვნელობის შედეგებით.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პრეპარატ „ტრამადოლის“ ლეგალურ ბრუნვაზე უფლებამოსილების რეგლამენტირებისა და კონტროლის გამკაცრების მიზნით ვბრძანებ:
1. პრეპარატი „ტრამადოლი“ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1996 წლის მაისის №164/ო ძლიერმოქმედი ნივთიერებების 4 სიიდან 1997 წლის 1 აპრილიდან დატანილ იქნეს სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალის 2 სიაში.
2. დაევალოს აპარატის ხელმძღვანელს, ბ-ნ ნ. თავართქილაძეს, წინამდებარე ბრძანების საჭირო რაოდენობით გამრავლდება და 3 დღის ვადაში დაინტერესებულ პირებამდე და ორგანიზაციებამდე დაგზავნა.
საფუძველი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება (1997 წლის 14 თებერვალი, ოქმი №4).
მინისტრი ა. ჯორბენაძე
დოკუმენტის კომენტარები