დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.021655 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდებიან სამოქალაქო ოფისში.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი;“; ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი: ა) კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობას; ბ) ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.“; გ) მე-11 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) უზრუნველყოფს სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას.“; დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი: ა) ახორციელებს თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერას, შესაბამისი რეფორმების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას; ბ) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და მხარს უჭერს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას; გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას; დ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მიმდინარე მონიტორინგსა და ანგარიშგებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას; ვ) სამინისტროს სისტემაში უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგსა და კონტროლს.“. 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი: ა) ახორციელებს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელ პროცედურებს, სამინისტროს სისტემაში სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვასა და შემდგომ მონიტორინგს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროსათვის ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას; გ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მიწოდებული საქონლის შემოწმებას; დ) ახორციელებს კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმებას/კონტროლს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები