„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50-102
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016666
50-102
20/12/2019
ვებგვერდი, 25/12/2019
010260030.35.101.016666
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50-102

2019 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ამავე კანონის მე-7 მუხლის, და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 18/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016015) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლს „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა“.

2. 22-ე მუხლს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ნ1 და ნ2 ქვეპუნქტები:

„ნ1 ) შრომის უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა;

2 ) კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის და აპარატის მოსამსახურეთათვის/თანამშრომლებისათვის უსაფრთხო და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნისა და მუშაობის დროს წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორების ორგანიზება და უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე