„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016932
109
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
040030000.22.034.016932
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №109

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის №2615-IIს კანონის მე-2 მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის №5087-Iს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

3. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა, ასევე პოლიციის სისტემის კადრების მომზადება, გადამზადება და მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება.“;

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: პროფესიული მომზადების სამმართველო და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველო.“;

5. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის მოსამსახურეებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს;“;

6. მე -11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამსახურის უფროსი, სამეურნეო სამსახურის უფროსი, იურიდიული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს სხდომის მდივანს, 2 წლის ვადით, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით ირჩევს საბჭო აკადემიის მოსამსახურეებისგან. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ორგანიზაციულ და საინფორმაციო მომსახურებას.“;

7. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს;

8. მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ენის ცენტრი (განყოფილება) ახორციელებს აკადემიის მსმენელების, სამინისტროს მოსამსახურეებისა და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა უწყების თანამშრომელთათვის შესაბამის ენაში ტესტირებას, ენის სწავლებას და სწავლების ორგანიზებას.“;

9. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფროსი, სამინისტროს არქივის დირექტორი და მისი მოადგილე, სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე (მასთან გათანაბრებული სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი.“;

10. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

აკადემიის მსმენელი“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში სამინისტრომ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს აკადემიის საბალანსო მონაცემების მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) განსაზღვრასა და გადაცემას. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური