დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი სხვადასხვა საფეხურის საბითუმო ტარიფების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | ეკონომიკის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 10/02/1997 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.012.000.218 |
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №3 1997 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი |
ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი სხვადასხვა საფეხურის საბითუმო ტარიფების შესახებ
|
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 დეკემბრის №829 ბრძანებულების „ელექტროენერგეტიკაში სატარიფო სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მე-3 მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. ელექტროენერგეტიკული სექტორის შიგნით მოქმედი სხვადასხვა საფეხურის ტარიფი 1997 წლის 1 იანვრიდან განისაზღვროს: ა. საქენერგოგენერაციის ელექტროსადგურებში წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ერთი კილოვატსაათისათვის საშუალოდ 1.55 თეთრი. ბ. საშუალო ტარიფიდან გამომდინარე საქენერგოგენერაციამ ორი კვირის ვადაში განსაზღვროს მისდამი დაქვემდებარებული თითოეულ ელ. სადგურში წარმოებული ელექტროენერგიის საბითუმო ტარიფი და წარადგინოს ელექროენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში დასამტკიცებლად. გ. განსახელმწიფოებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი კილოვატსაათის საბითუმო ტარიფი შენარჩუნდეს ამჟამად მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დონეზე ახალი ტარიფები განისაზღვროს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში, მათ მიერ წარდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე 1 თვის ვადაში. დ.“საქენერგოს” მიერ გამანაწილებელ კომპანიებზე გაცემული ერთი კილოვატსაათისათვის საშუალოდ 2.7 თეთრი, მათ შორის ყოველი კომპანიისათვის, რაიონის ტერიტორიული განლაგებისა და მოხმარების სტრუქტურის გათვალისწინებით დანართის თანახმად. 2. ელექტროსადგურების მიერ საბითუმო გადამყიდველზე ან ცალკეულ მომხმარებელზე ელექტროენერგიის პირდაპირ მიყიდვის შესაძლებლობას და რაოდენობას მომხმარებლის ტარიფის შეუცვლელად, განსაზღვრავს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო და ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. 3. „საქენერგომ“, იმ პირდაპირი მომხმარებლისათვის და საბითუმო გადამყიდველისათვის/გამანაწილებელი კომპანია/, რომელთა საკუთრებაში იმყოფება და ექსპლუატაციას უწევს მაღალი ძაბვის 35 - 110 კვ ქსელს, კომპენსაციის მიზნით გადაუხადოს სათანადო თანხა გატარებულ ერთ კილოვატსაათზე გაანგარიშებით. ასეთი ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის გაანგარიშება წარადგინოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში დასამტკიცებლად.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა
შეთანხმებულია: საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დ. ზუბიტაშვილი ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ე. ერისთავი
დანართი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ შესასყიდი საბითუმო ტარიფი 1997 წლის 1 იანვრიდან I ჯგუფი 2.8 თეთრი კვტსთ-ზე 1. თბილისი 2. ქუთაისი 3. რუსთავი 4. ფოთი II ჯგუფი 2.7 თეთრი კვტსთ-ზე 1. ბათუმი 2. გორი 3. მცხეთა 4. ტყიბული 5. წყალტუბო 6. მარნეული 7. გარდაბანი 8. სენაკი III ჯგუფი 2.6 თეთრი კვტსთ-ზე 1. ოზურგეთი 2. ლანჩხუთი 3. სამტრედია 4. ხონი 5. ზესტაფონი 6. ჭიათურა 7. ზუგდიდი 8. ხობი 9. ბორჯომი 10. კასპი 11. ქარელი 12. დუშეთი 13. ბოლნისი 14. თეთრიწყარო 15. საგარეჯო IV ჯგუფი 2.5 თეთრი კვტსთ-ზე 1. თელავი 2. გურჯაანი 3. სიღნაღი 4. დედოფლისწყარო 5. ყვარელი 6. ახმეტა 7. ლაგოდეხი 8. თიანეთი 9. ახალგორი 10. ხაშური 11. წალკა 12. ახალციხე 13. ახალქალაქი 14. ხარაგაული 15. საჩხერე 16. ვანი 17. ბაღდათი 18. თერჯოლა 19. ჩოხატაური 20. ქობულეთი 21. აბაშა 22. მარტვილი V ჯგუფი 2.4 თეთრი კვტსთ-ზე 1. დმანისი 2. ადიგენი 3. ნინოწმინდა 4. ასპინძა 5. ყაზბეგი 6. ონი 7. ცაგერი 8. ლენტეხი 9. მესტია 10. ამბროლაური 11. წალენჯიხა 12. ჩხოროწყუ 13. შუახევი 14. ქედა 15. ხულო 16. ხელვაჩაური |
დოკუმენტის კომენტარები