დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45055 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016540 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №45055
2019 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების:
ა) პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 და 43 პუნქტები:
„42. 2019 წლის 21 დეკემბრიდან:
ა) აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს მიერ 2019 წლის 21 დეკემბრამდე დაწყებული ღონისძიებების დასრულება უზრუნველყოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა;
ბ) შეწყდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 21 დეკემბრამდე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმებების ხარისხის კონტროლის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 22 ოქტომბრის №39391 ბრძანების შესაბამისად დაწყებული და დაუსრულებელი საგადასახადო შემოწმების მასალების მესამე დონის ხარისხის კონტროლი, რომლის შედეგებზე არაა შედგენილი სათანადო დასკვნა/ანგარიში;
გ) შეწყდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელების საქმიანობის საგადასახადო შემოწმებების შედეგებზე 2019 წლის 21 დეკემბრამდე დაწყებული (გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილია შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტის პროექტი) და დაუსრულებელი (გადასახადის გადამხდელთა მხრიდან წარმოდგენილი პოზიციები აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს მიერ არ არის განხილული ან აღნიშნული საბჭოს მიერ არ არის მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები) აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული პოზიციის განხილვის პროცედურები, განხორციელდეს სათანადო საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და მათთან დაკავშირებით საგადასახადო მოთხოვნების გამოცემა და შესაბამისი დოკუმენტების გადასახადის გადამხდელისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაბარება.
43. დავების დეპარტამენტმა არაუგვიანეს 2020 წლის 10 იანვრისა უზრუნველყოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე იმ შუამდგომლობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემა (შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), რომლებიც სასამართლოში წარდგენილია მის მიერ 2020 წლის 1 იანვრამდე.“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8 ):
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტისთვის წარდგენას;“;
ა.დ) „პ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ 3 ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას, რომლებთან დაკავშირებითაც, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა;“;
ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგადასახადო შემოწმების №1 სამმართველო;
ბ) საგადასახადო შემოწმების №2 სამმართველო;
გ) საგადასახადო შემოწმების №3 სამმართველო;
დ) საგადასახადო შემოწმების №4 სამმართველო;
ე) საგადასახადო შემოწმების №5 სამმართველო;
ვ) საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველო;
ზ) საგადასახადო შემოწმების №7 სამმართველო;
თ) საგადასახადო შემოწმების №8 სამმართველო;
ი) საგადასახადო შემოწმების №9 სამმართველო;
კ) მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო შემოწმების სამმართველო;
ლ) საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №1 სამმართველო;
მ) საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №2 სამმართველო;
ნ) საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის განხორციელებისა და გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნის დამუშავების სამმართველო;
ო) აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
პ) საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველო.“;
გ) მე-8 მუხლის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საგადასახადო შემოწმების №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9 სამმართველოები“;
გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, ალტერნატიული აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;“;
გ.გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9 1 . საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №1 და №2 სამმართველოები
საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის №1 და №2 სამმართველოები ახორციელებენ:
ა) შესაბამის შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას, რომლებთან დაკავშირებითაც ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დასკვნის/შესაგებლის მომზადებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას ანალიტიკური დეპარტამენტისთვის გადასაგზავნად. ამ უკანასკვნელის მხრიდან შემდგომში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შესარჩევად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გამოსაყენებლად;
გ) ამ მუხლის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობას ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.“;
ე) 92 მუხლის პირველი პუნქტის:
ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;“;
ე.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-10 მუხლის:
ვ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების მოპოვების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა;“;
ვ.ბ) ნ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-15-მე-17 მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებას ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით, საგადასახადო მონიტორინგით;“;
ა.ბ) „ო2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო3“ ქვეპუნქტი:
„ო3) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;“;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მიმდინარე კონტროლის №1 სამმართველო;“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) მიმდინარე კონტროლის №2 სამმართველო;“;
გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:
გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;“;
გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;“;
დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მიმდინარე კონტროლის №1 და №2 სამმართველოები
მიმდინარე კონტროლის №1 და №2 სამმართველოების ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, ქრონომეტრაჟის, საგადასახადო მონიტორინგის, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის განხორციელებისთვის გადასახადის გადამხდელის ობიექტის/ობიექტების შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვება და მათი წინასწარი გაცნობა;
ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, ქრონომეტრაჟის, საგადასახადო მონიტორინგის, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
დ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
ე) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ე) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:
ე.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;“;
ე.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:
„ჟ1) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;“.
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №16):
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;
ბ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება;
გ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
დ) დაგეგმილი რეფორმების, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის და ოპერაციული გეგმების განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება;
ე) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
ვ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიციირება;
ზ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების, სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და ოპერაციული გეგმის შესრულების შუალედური/წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
თ) წლიური ოპერაციული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავება და სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის/სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის მისი გაცნობა;
ი) შემოსავლების სამსახურის დამტკიცებული სტრატეგიის მიხედვით სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების მომდევნო წლის პრიორიტეტების, მიზნებისა და სასურველი შედეგების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია;
კ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ოპერაციული გეგმების განხილვის ორგანიზება დაგეგმილი აქტივობების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის, რესურსების ეფექტიანი გადანაწილებისა და შესაბამისი ბიუჯეტის ანალიზის მიზნით;
ლ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერაციული გეგმების გაერთიანება, ოპერაციული გეგმების დამტკიცების კოორდინაცია;
მ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშგების სისტემის შემუშავება და შეთანხმებული პერიოდულობით საჭირო ინფორმაციის მოგროვება;
ნ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის არსებული შეუსაბამობების მიზეზების მოკვლევა და რეაგირების ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და შესაბამისი წინადადებების იურიდიული დეპარტამენტებისათვის წარდგენას;
რ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.
5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №19):
ა) მე-3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე2) საგადასახადო შემოწმების ხარისხის კონტროლის განხორციელება;“;
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ და „ე3“ ქვეპუნქტები:
„ე2) საგადასახადო შემოწმების ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცედურების შემუშავება;
ე 3) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით საგადასახადო შემოწმების ხარისხის კონტროლის განხორციელება და მის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება;“.
6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №20 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ სამსახურის სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისობაში მოყვანა ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან.
მუხლი 3.
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“, „გ.ბ“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 21 დეკემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“, „გ.ბ“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კანკავა
დოკუმენტის კომენტარები