დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.149.016417 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 04 ივნისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019; 010250020.35.149.016401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს; ბ) შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლში და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური), ასევე სუნელებისა და სანელებლების გარე ვაჭრობა.“; დ) შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ წესში და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები