დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50-100 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120000.35.101.016667 |
|
„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 23/12/2014, სარეგიტრაციო კოდი:330120000.35.101.016061) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრება ვადა, არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღისა.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სამუშაოს დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში აღდგენილი ასფალტბეტონიანის საფარის ჯდენის ან სხვა სახის ხარვეზის გამოვლენისას იგი გამოსწორებული უნდა იქნეს განმცხადებლის ხარჯებით. სამუშაოები დაწყებულ უნდა იქნეს შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა და დასრულდეს, სამუშაოების დაწყებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში;“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისთვის შეტყობინებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას წარუდგინოს მოტივირებული შეტყობინება (წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით საშუალებით) სამუშაოების დამატებით, არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავარიის/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის აღმოფხვრიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია მიაწოდოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები