დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016414 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი დ ა მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2018; 190020020.35.149.016387) დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი №1 დანართით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21159,1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 11102,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7846,4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2260,2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10405.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 13842,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 13862,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 3038.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 3182,0 ათასილარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3182.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 144,0 ათასილარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა მერის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 175,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; 2. წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16 |
1. თავდაცვა
, საზოგადოებრივი
წესრიგი
და
უსაფრთხოება
(პროგრამული
კოდი
02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა . შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა , წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება , ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება . 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება , რაც ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია , სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა -რეაბილიტაცია , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა , პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . ა ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების მოვლა -შენახვის სამუშაოები . პროგრამის ფარგლებში დასრულდება : სოფელ ქვემო ხანდაკის გზის და კასპში ვარჯაანის და ე .წ . ,,მუხის “ გზების რეაბილიტაციის სამუშაოები . პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ კასპში ბორჯომის ქუჩის ,,ნატბეურას “ გავლით პაატას ქუჩის გადაკვეთამდე მოასფალტება მოწყობის და კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების ვაკე პანტიანის მისასვლელი ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მოასფალტების სამუშაოები , ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები .
ბ ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება , არსებული ქსელის მოვლა -შენახვა დამის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება , უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება , დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა -რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები , მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი . ბ .ა ) ა (ა )იპ კასპის კეთილმოწყობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა , შესაბამისად , ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა –დასუფთავება და ნარჩენების გატანა . აღნიშნულიპროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა , ვინაიდან კასპთან ერთად პროგრამაში ჩართულია სოფ . მეტეხსადა სოფ . თელიანში არსებული დევნილთა ჩასახლებები . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე . ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება , ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში –ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება , ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება ; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება ასევე დაფინანსდება : გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია , ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა , ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება . ბ .ბ ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩასა და ოთხ ჩიხზე , ერეკლეს , ვაჟა ფშაველას , მარაბდელის , წერეთელის ქვედა და ზედა ქუჩებზე , კელაპტრიშვილის ქუჩის ორ მონაკვეთზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია -მოწყობის სამუშაოები . ბ .გ ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება ; განხორციელდება შპს ,,სოფლის წყალის “ სუბსიდირება . პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით : კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში თელიანსა და ხოვლეში სასმელი წყლის რეზერვუარების და ქსელის მოწყობის სამუშაოები ; წყლის სისტემების მოწყობისთვის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება .
ბ .დ ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება . ბ .ე ) საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში : აღაიანში , ახალქალაქში , ოკამში , იგოეთში , ახალციხესა და დოესში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საექიმო ამბულატორიებს . ბ .ვ ) გარე განათების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11) დღე -ღამის ნებისმიერ დროს , მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება , რისი გათვალისწინებითაც , ქვეპროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული იქნება გარე განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება . კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები . ბ .ზ ) საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ;
გ ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები , მოწესრიგდება გამწვანების ზოლები , ასევე დაფინანსდება : ბაღების , სკვერების და მგზავრთა მოსაცდელების ექსპლოატაციის ხარჯები . გ .ა ) ბაღების და სკვერების მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი .
გ .ბ ) მგზავრთა მოსაცდელების მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი ) მოსაცდელის მოვლა -შენახვა .
გ .გ ) ფასადების აღდგენის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპში შენობა -ნაგებობების დაზიანებული ფასადების აღდგენის სამუშაოები .
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი პრიორიტეტიასკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ბავშვებს ჰქონდეთ საფუძველი მათი შემდგომი განვითარებისათვის .
ა ) ა (ა )იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა , მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას , რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , მათი რეაბილიტაცია , ინვენტარით უზრუნველყოფა . მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 26 საბავშვო ბაღი , სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1600-ზე მეტი აღსაზრდელი . საბავშვო ბაღები მომარაგდება სათბობი შეშით . ბ ) საბავშვო ბაღების შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების შენობის სრული რეაბილიტაცია .
გ ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 04) ქვეპროგრამის ფარგლებში , საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხებით , საჯარო სკოლებს ჩაუტარდებათ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები . 4. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . ამასთანავე , ერთ -ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა . ა ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა , ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემა .
ა .ა ) სპორტის დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ა (ა )იპ ,,სპორტის დაწესებულებების გაერთიანების “ დაფინანსებას , სადაც ფუნქციონირებს საფეხბურთო სკოლა . 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სპორტული შეჯიბრებები . ახალგაზრდებში , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით , მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია , მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ , სახელობით , რესპუბლიკურ , საერთაშორისო ტურნირებზე , მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო -საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა . 2019 წლის განმავლობაში დაახლოებით 230 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას .
ა .ბ ) კასპის სპორტკომპლექსის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ ,,კასპის სპორტკომპლექსი “, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას . 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები . 2019 წლის განმავლობაში დაახლოებით 532 ახალგაზრდა გაივლის სპორტულ მომზადებას .
ბ ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , მათ შორის : სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები .
ბ .ა ) კულტურის სფეროს დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა . სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება . აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას . მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა : o აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ; o საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ; o ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტგენი “; o სახალხო დღესასწაული ,,კასპობა 2019“; o კონცერტი მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ; o საახალწლო ღონისძიებების კვირეული . ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 20 (ოცი ) სოფლის კლუბი და 5 (ხუთი ) კულტურის სახლი , სადაც ფუნქციონირებსთოჯინების თეატრიდა ქორეოგრაფიული წრეები . ბ .ბ ) სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ხუთი მუსიკალური სკოლის ხელშეწყობა , სადაც სწავლობს 385-მდე ბავშვი . ასევე დაგეგმილია ქალაქ კასპში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება , სადაც სხვადასხვა წრეებში გაერთიანებულია 220–მდე მოსწავლე . აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას . ბ .გ ) ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება . ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური , ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები ), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება , დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება , როგორც ადგილზე გაცემით , ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით , ბიბლიოთეკათმცოდნეობის , ბიბლიოგრაფიის , წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა . ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების , გამდიდრების , რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა . ბიბლიოთეკის მატერიალურ -ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა , არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის , წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით . ბ .დ ) მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი , სადაც დაცულია ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი , სოფელ კოდისწყაროს ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული დიონისეს ქანდაკება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები , ასევე დაფინანსდება ლამისყანის ორბელიანთა სახლ –მუზეუმი , ხოვლის ივანე ჯავახიშვილის , სასირეთის მაზნიაშვილის და კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ –მუზეუმები . ასევე განხორციელდება სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვიის სახლ -მუზეუმის ეზოს შემოღობვის სამუშაოები . ბ .ე ) რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები . ბ .ვ ) კულტურის ობიექტების შეკეთება (პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები . გ ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა . ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში . ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება . საახალწლო ღონისძიებების ჩატარება . 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი , არსებული რესურსების ფარგლებში , განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის , არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან . ა ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას , კერძოდ : o არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა , სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება ; o დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით . ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება , პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება ; o მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა ; o ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების , აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება ; o მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ -ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი , მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები .
ბ ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ; სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , მოხუცებულთა , მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას , სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა სარეაბილიტაციო და საკურორტო მომსახურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას . ბ .ა ) ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია : o ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება ; o სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები ; o კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ; o კუჭის რეზექცია და გასტრექტომია ; o კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარი ) მკურნალობის თანადაფინანსება ; o ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ; o თვალის ოპერაციის თანადაფინანსება ; o კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება ; o სამედიცინო (ამბულატორიული , სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი ) მომსახურების თანადაფინანსება ; o სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი ბენეფიციარის ერთჯერადი სოციალური დახმარება ; o 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონალური მომსახურების დაფინანსება ; o დაავადებულ პირთა დახმარება ; o დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო დახმარება ; o თირკმლის უკმარისობით (დიალეზი ) დაავადებული პაციენტების დახმარება ; o კომპიუტერული ტომოგრაფიის , ბირთვულ –მაგნიტურ –რეზონანსული (მრტ ) კვლევის , სცინტიგრაფიის დაფინანსება ; o კორონაროგრაფია , ანგიოგრაფია , ემბოლექტომია , სისხლძარღვების სტენტირება და შუნტირება და სისხლძარღვთა პლასტიკა ; o ,,C” ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარების დახმარება ; o უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ; o შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება ; o შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინვალიდის ეტლით დახმარება ; o მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება ; o მარტოხელა მშობლის დახმარება ; o დედ -მამით ობოლი ბავშვების ,ასევე დედით ან მამით ობოლი და მამისგან ან /და დედისგან მიტოვებული ბავშვების დახმარება ; o დედ -მამით ობილი ბავშვების საკურორტო დახმარება ; o მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ; o მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება ; o საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება ; o საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ინვალიდთა საკურორტო დახმარება ; o კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება ; o სტუდენტებისა დახმარება ; o ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცულებლობა ); o აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით , სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის , კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის , რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 1001-მდე ; o მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება . ბ .ბ ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა .
ბ .გ ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით , ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა ”.
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები