დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №12-29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50-101 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.35.101.016668 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №12-29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №12-29 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 12/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 330060000.35.101.016476) და დადგენილებით დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის:
1. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები და თაღები);“ ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე1) სართულშუა ნაპრალების შესაკეთებელი სამუშაოები;“ 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ამხანაგობის ვალდებულება 1. ამ წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების მიღებისათვის ამხანაგობა ვალდებულია: ა) საერთო კრებაზე განსაზღვროს ამხანაგობის საჭიროებები რიგითობის მიხედვით; ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საერთო კრების ოქმით განსაზღვროს საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა, რომლის შეტანაც განხორციელდება ამხანაგობის ანგარიშზე. შენატანების ოდენობა უნდა შეადგენდეს გამგეობის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების არანაკლებ 10%-ს, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ. გამგეობისგან დაფინანსების მისაღებად ამხანაგობამ საკუთარ ანგარიშზე უნდა განათავსოს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების აუცილებელი სადანახარჯო შენატანის შემდეგი ოდენობა: გ.ა) 5% – ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის. ასევე, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 100 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში; გ.ბ) 3% - ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 100 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში. დ) შეიმუშაოს ამხანაგობის არაუმეტეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამხანაგობის წევრების მიერ საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების განკარგვის პირობები (სხვადასხვა მცირე ზომის სამუშაოები, ხელშეკრულება სერვისის მიმწოდებელთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხარჯების ანაზღაურება და ა.შ.). 2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მქონე ამხანაგობის წევრები (შემდგომში – სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი წევრები), გამგეობაში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, თავისუფლდებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებისგან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა მცირდება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მქონე წევრების მიერ შესატანის ოდენობის პროპორციულად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ნაცვლად, ამხანაგობამ შესაძლოა წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება იმ ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე სადანახარჯო შენატანების განთავსების თაობაზე, რომლის წევრებიც არიან დევნილები და რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანები ამხანაგობის ანგარიშზე უნდა აისახოს და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 6. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.“ 3. მე-14 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოითხოვოს დაფინანსებული ამხანაგობის ანგარიში ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები