დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის №01-13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-136/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016703 |
|
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის №01-13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის №01-13/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 12.04.2011; 470230000.22.035.016062) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების: |
ა)
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“; |
ბ)
მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების): |
ა)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღსრულების მაჩვენებელია ინფორმაცია დღის ცენტრის ძირითადი საქმიანობის შესახებ, რომელიც მოცემულია საინფორმაციო ფურცელში (დანართი №1.1) და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. ასევე, დღის ცენტრის ფუნქციონირების გამარტივებული პროგრამა (კურიკულუმი), რომელიც მოიცავს თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობს დღის ცენტრი ასაკობრივ სამიზნე ჯგუფებს: ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შინაგანაწესი, რომელიც შეიცავს: ა.ა) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს; ა.ბ) ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი და რთული ქცევების მართვის წესებს; ა.გ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს; ა.დ)კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებს; ა.ე) ძალადობისგან დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებს; ა.ვ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ წესებს. ბ) სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა) ბენეფიციართა დასწრების აღრიცხვის ჟურნალი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, ბეჭედდასმული და დანომრილგვერდებიანი; ბ.ბ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმეტაცია და კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებები; ბ.გ) ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერი პირის თანხმობა კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის შესაძლო გაცემის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.დ) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა; ბ.ე) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა; ბ.ვ) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი შემთხვევების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა; ბ.ზ) მომსახურების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, გასვლითი აქტივობების წერილობითი აღრიცხვა; ბ.თ) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმა. გ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების განხორციელების გეოგრაფიულ არეალში მოქმედი სხვა დღის ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია, (მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად, განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო); დ) სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) საკონტაქტო ინფორმაცია გამოკრულია ბენეფიციარისთვის თვალსაჩინო ადგილზე.“; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბენეფიციარის მიერ დღის ცენტრის დატოვების შემთხვევაში, მას ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერ პირს შეუძლია გამოითხოვოს პირადი საქმე და რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა (ქსეროასლი ან გეგმის ამონაწერი).“; |
გ)
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი №3) 1. მოსალოდნელი შედეგია ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვის უზრუნველყოფა. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი პირი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია; ასევე, ისინი ინფორმირებულნი არიან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს. 2. აღსრულების მაჩვენებლებია: ა) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (ჯანმრთელობის, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების და ა.შ.) საჯაროდ არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა (მაგ: პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის); ბ) ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ ინახება დაცულ ადგილას; გ) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან/ მხარდამჭერი პირისგან მიღებულია წერილობითი თანხმობა; დ) ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია მისი ან კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერი პირის თანხმობის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) დღის ცენტრი ბენეფიციარს/კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერ პირს აცნობებს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ, ასევე, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება იქნეს დარღვული; ვ) ბენეფიციარის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მის შესახებ არსებული ინფორმაცია, სულ მცირე სამი წლის ვადით, ინახება დღის ცენტრში: ვ.ა) ორგანიზაციის მიერ მომსახურების შეწყვეტის ან ბენეფიციარის მიერ მომსახურების სხვა მიმწოდებელთან გადასვლის შემთხვევაში ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით გადადის ახალ მიმწოდებელთან.“; |
დ)
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღსრულების მაჩვენებელია ბენეფიციარის ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვის უზრუნველყოფისას შემდეგი წესებით ხელმძღვანელობა: ა) როგორც მომსახურების პერიოდში, ასევე მის მიღმა მომხდარი ძალადობის შემთხვევაში, დღის ცენტრი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით: ა.ა) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ” (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება); ა.ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ბ) ძალადობის ყველა ფაქტი, ასევე პასუხად გატარებული ღონისძიებები წერილობით აღირიცხება.“; |
ე)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა (სტანდარტი №5) 1. მოსალოდნელი შედეგია ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მის ფუნქციონალურ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე მორგებული მომსახურება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გაწეული მომსახურების ეფექტურობას. მომსახურების ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერი პირის მოტივაციას – მონაწილეობა მიიღონ მომსახურების დაგეგმვის პროცესში. 2. აღსრულების მაჩვენებლებია: ა) თითოეულ ბენეფიციართან მუშაობა ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა ნათლად აღწერს: ა.ა) ძირითად ამოცანებს და მათი შესრულების ვადებს; ა.ბ) მომსახურების მიწოდების განრიგს; ა.გ) შემუშავებული გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობას; ა.დ) გაწეული მუშაობის შედეგად მიღწეულ შედეგს. ბ) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმის შედგენაში ჩართულნი არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, და/ან სოციალური მუშაკი, ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი პირი; გ) ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმა მომსახურების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დგება; დ) პერიოდულად, შეთანხმებული განრიგის შესაბამისად (არაუმეტეს 6 თვის ხანგრძლივობისა), ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერი პირის თანამონაწილეობით, ხდება ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმის გადასინჯვა/განახლება; ე) ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმა ხელმისაწვდომია მის შედგენა/განხორციელებაში ჩართული პირების, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ჯგუფისთვის და სახელმწიფო სოციალური მუშაკისთვის.“; |
ვ)
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღსრულების მაჩვენებელია ბენეფიციარებისთვის შემდეგი მომსახურებების ხელმისაწვდომობა: ა) 6 საათამდე მომსახურებისას ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი ჯანსაღი კვებით მომსახურება; ბ) ბენეფიციართა დასვენებასა და კვებისთვის განკუთვნილი დრო არ უნდა აღემატებოდეს ცენტრში გატარებული დროის ერთ მესამედს; გ) ბენეფიციართა დღის ცენტრში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება; დ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი/გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება; ე) ბენეფიციართა მიერ დღის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები; ვ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა 6 საათის განმავლობაში. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა.“; |
ზ)
მე-7 მუხლის:
|
ზ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსალოდნელი შედეგია: ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერ პირს აქვს პროტესტისა და მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამოხატვის საშუალება; ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები ცნობილია ბენეფიციარისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის/მხარდამჭერი პირისთვის და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის.“;
|
ზ.ბ)
მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მომსახურებაში შექმნილია პირობები იმისათვის, რათა ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერ პირს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ როგორც ანონიმური, ასევე, ღია ფორმით უკუკავშირის მიწოდება (მაგ.: არსებობს კითხვარი, უკუკავშირის ჟურნალი, ყუთი ანონიმური კომენტარებისთვის);“.
|
თ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ინფორმაცია განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ (სტანდარტი №8) 1.მოსალოდნელი შედეგია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენელისთვის/მხარდამჭერი პირისთვის და სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა დღის ცენტრის მიერ მოწოდებულ მომსახურებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ; სამინისტრო და სააგენტო ასევე ინფორმირებულნი არიან იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის დღის ცენტრის მიერ მომსახურების გაწევას. 2. აღსრულების მაჩვენებელია დღის ცენტრის მიერ შემდეგი ვალდებულებების შესრულება ა) მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობოს ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერ პირს და სამინისტროს მომსახურების შეწყვეტის, დროებითი წყვეტის (არდადაგების სახით) ვადების ცვლილების, მომსახურების სახეობის და პირობების ცვლილების, ადგილმდებარეობის ცვლილების შესახებ; ბ) სააგენტოს წერილობით აცნობოს იმ ბენეფიციარის თაობაზე რომელიც: ბ.ა) ცხოვრობს დღის ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე და დღის ცენტრის მიერ უარი ეთქვა ან შეუწყდა მომსახურება და მიუთითოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები; ბ.ბ) იღებდა მომსახურებას დღის ცენტრში, შეთავაზებულმა მომსახურებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები (მიაღწია ან ვერ მიაღწევს დასახულ მიზნებს) და საჭიროებს სხვა მომსახურების შეთავაზებას – ასეთი სავარაუდო მომსახურების მითითებით. გ) მიმწოდებელმა ორგანიზაციამ შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცვლილებებზე აცნობოს სამინისტროს, ცვლილებების განხორციელებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. 3. მიმწოდებელ ორგანიზაციას აქვს უფლება ბენეფიციარს შეუწყვიტოს მომსახურება იმ შემთხვევაში თუ: ა) ბენეფიციარი საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს; ბ) დღის ცენტრის შინაგანაწესის დარღვევას აქვს სისტემატიური ხასიათი; გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესახებ ინფორმაცია ასახულია №1.2 დანართის მე-11 პუნქტში.“; |
ი)
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღსრულების მაჩვენებელია: ა) მომსახურებაში ჩართულ პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი აქვს სამინისტროსთან შეთანხმებული სატრენინგო კურსი; ბ) დღის ცენტრს, გარდა ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა, ემსახურება: ბ.ა) პედაგოგი და სპეციალური მასწავლებელი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი ან/და სოციალური მუშაკი ან/და ექთანი და სხვა; ბ.ბ) დამხმარე ასისტენტი; ბ.გ) საჭიროებიდან გამომდინარე, მოწვეული სპეციალისტი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი და სხვა). გ) 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების და ქცევითი დარღვევების შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დღის ცენტრს ემსახურება: გ.ა) ფსიქოლოგი; გ.ბ) ოკუპაციური თერაპევტი; გ.გ) განვითარების სპეციალისტი; გ.დ) დამხმარე ასისტენტი. დ) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შშმ პირთა დღის ცენტრს ემსახურება: დ.ა)ფსიქიატრიული მედდა ან/და მედდა ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი ან/და ექიმი-ფსიქიატრი ან/და პარაპროფესიონალი; დ.ბ) დამხმარე ასისტენტი.“.
|
კ)
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღსრულების მაჩვენებელია: ა) მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა.ა) მომსახურების ადგილმდებარეობა ადვილად მისადგომია/ხელმისაწვდომია ბენეფიციარებისათვის; ა.ბ) ნათელია (ბუნებრივი განათებით სათანადოდ უზრუნველყოფილია); ა.გ) უზრუნველყოფილია სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა); ა.დ) დღის ცენტრისათვის გათვალისწინებული ფართი ადაპტირებულია და იძლევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუზღუდავად და დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას; ბ) დღის ცენტრში 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები და 18 წელს ზემოთ ასაკის შშმ პირები შესაბამის მომსახურებას იღებენ ცალკ-ცალკე, დამოუკიდებლად მოფუნქციონირე ჯგუფებში; გ) დღის ცენტრის შენობის სამუშაო ფართი (ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ადგილი) არის არანაკლებ 6 კვ.მ ერთ ბენეფიციარზე; აღნიშნული ფართი არ გულისხმობს შემდეგს: საპირფარეშოს და სხვადასხვა სათავსებს; დ) სამუშაო საათებში დღის ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა კონტროლდება; ე) შენობაში გამოყოფილია სპეციალური ადგილი, სადაც შესაძლებელია ბენეფიციართან ინდივიდუალური თერაპიული მუშაობა, კონფიდენციალური გასაუბრება და კონსულტირება. რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით; (სკამებით, მაგიდებით) ვ) ოთახები, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, სამუშაო საათებში გამოყენებულია მიზნობრივად (მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით); ზ) არის შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო (თუ საკვების მომზადება ხდება დღის ცენტრში) სველი წერტილით (ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა), აქვს ადგილი მშრალი პროდუქტებისთვის, მაცივარი, გამწოვი ვენტილაცია, სამზარეულოს ავეჯი და ბენეფიციარების რაოდენობის შესაბამისი ჭურჭელი; თ) ყოველ 15 ბენეფიციარზე არის ერთი ადაპტირებული საპირფარეშო (უნიტაზი და ხელის საბანი ნიჟარა ცივი/ცხელი წყლით); ი) შენობაში აკრძალულია თამბაქოს მოხმარება – გამოკრულია შესაბამისი ნიშანი ან წარწერა. ზრდასრული მწეველი ბენეფიციარებისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილი შენობის გარეთ.“; |
ლ)
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღსრულების მაჩვენებელია დღის ცენტრის მუშაობის შემდეგი წესების დაცვით მიმდინარეობა: ა) დღის ცენტრის მუშაობის პერიოდში შენობაში ტელეფონის (საქალაქო ან მობილური) არსებობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის საკონტაქტო ნომერი - 112; ძალადობის ცხელი ხაზი -116 006; ბ) მედიკამენტები ხელმისაწვდომია მომსახურების მხოლოდ იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც პასუხისმგებელია ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე; გ) ინფექციურ დაავადებებზე ხორციელდება კონტროლი; ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად შემუშავებულია კონკრეტული წესები, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში; დ) საკვები ადეკვატურად არის შენახული – მალფუჭებადი საკვები ინახება მაცივარში; ე) დღის ცენტრში იატაკი და კიბის საფეხურების საფარი არ სრიალებს. კიბეებს აქვს მოაჯირი; ვ) ბენეფიციართა პირადი ნივთები უსაფრთხოდ ინახება კარადებში, დაცულია მათი ხელშეუხებლობა; ზ) დღის განმავლობაში დღის ცენტრის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია სისუფთავე; თ) თითოეულ საპირფარეშოში არის ჰიგიენის შესაბამისი ნივთები; ი) ნაგავი ინახება დახურულ კონტეინერში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას; ნაგვის გატანა ხდება, სულ მცირე, დღეში ერთხელ.“. |
3.
დანართი №1.2 (ძირითადი ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
„დანართი №1.2
ძირითადი ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ 1. ბენეფიციარის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონის ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო მონაცემები: პირადი ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონის ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. საგანგებო შემთხვევაში საკონტაქტო პირის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. ბენეფიციარის მკურნალი ექიმის/ოჯახის ექიმის (თუკი არის ასეთი) სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. ინფორმაცია, იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც ბენეფიციარი იღებს დღის ცენტრში ყოფნის პერიოდში. მათი მიღების განრიგი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. ცენტრის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია ბენეფიციარისთვის მედიკამენტის მიწოდებაზე (საჭიროების შემთხვევაში) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. ინფორმაცია გამოვლენილი ალერგიის შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10. ინფორმაცია ბენეფიციარის მავნე ჩვევებისა და სხვა ბენეფიციარებისათვის საფრთხის შემცველი ქცევების შესახებ, დადებითი პასუხის შემთხვევაში დააკონკრეტეთ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 11. ინფორმაცია ბენეფიციარის მიერ დღის ცენტრის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტების, მავნე ჩვევებისა და სხვა ბენეფიციარებისათვის საფრთხის შემცველი ქცევების მართვის მიზნით დღის ცენტრის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– “. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები