დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5653-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.019725 |
|
„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 360050000.05.001.016266) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“−„ბ3“ ქვეპუნქტები: „ბ1) ფარავნის ტბის აღკვეთილი; ბ2) საღამოს ტბის აღკვეთილი; ბ3) აბულის ტბის აღკვეთილი;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−53 მუხლები: „მუხლი 51. ფარავნის ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. ფარავნის ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 4031 ჰექტარს. 2. ფარავნის ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 52. საღამოს ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. საღამოს ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 629 ჰექტარს. 2. საღამოს ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 53. აბულის ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. აბულის ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 211 ჰექტარს. 2. აბულის ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობა, მათი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება − ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5653-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები