„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბერის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბერის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016598
162
20/12/2019
ვებგვერდი, 24/12/2019
010250050.35.160.016598
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბერის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №162

2019 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/2019, 010250050.35.160.016521) პირველი მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
  1. ამოღებულ იქნეს 1-ლი მუხლის „ე“, „ვ“, „თ“ და „ნ“ პუნქტები;
  2. „ა“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №1-ში ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი;
  3. „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №2-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 20 შუამდგომლობის დაკმაყოფილება“.

  1. „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №2-ში ამოღებულ იქნეს წესის მე-5 მუხლი.
  2. „გ“ პუნქტით დამტკიცებულ დანართ №3-ში ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლი.
  3. „დ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართი №4-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ბ) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები. ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეინტეგრირებული ბავშვი    გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არაუმეტეს 18 ოჯახის დახმარება“.

  1. „დ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №4-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს განესაზღვრება წლიური ლიმიტირებული თანხა 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის გახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაჭარბებულ თანხას აანაზღაურებენ თავად ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახები“.

  1. „დ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №4-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს  დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადები უნაზღაურდება მომდევნო კალენდარული წლის იანვარში. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც სარგებლობდნენ წინა წელს არსებული ქვეპროგრამით და მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ამოწურული არ აქვთ ქვეპროგრამით დადგენილი შეღავათის ლიმიტი)“.

  1. „დ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №4-ში ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.
  2. „ზ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №7-ის მე-2  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული 7 (შვიდი) უხუცესი მოქალაქის დახმარება, თითოეულისათვის წელიწადში არაუმეტეს 300 (სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით“.

  1. „ზ“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №7-ში ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლი.
  2. 1-ლი მუხლის „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების   წესი , დანართი №9-ის შესაბამისად“.

  1.  „ი“ პუნქტით დამტკიცებული  დანართ №9-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების   წესი“
  2. „ი“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართ №9-ის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. "მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, რეგისტრირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი შვილი) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებსა და პროცედურებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში“.

  1. „ი“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართი №9-ის მე-2 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თუ მშობლის ან ბავშვის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაცია შეწყდა, ამ შემთხვევაში ოჯახს უჩერდება ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება. ხოლო შეჩერებული უფლება აღდგება და განაცდური თვე ანაზღაურდება თუ ერთი თვის ვადაში განახლდება მშობლისა და შვილის რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაცია“.

  1. „ი“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართი №9-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას, თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს შეუწყდება მომდევნო თვიდან, მხოლოდ იმ ოდენობით, რასაც იღებდა ოჯახი ბავშვის 18 წლის შესრულებამდე. ოჯახის დახმარება დანარჩენ არასრულწლოვან ბავშვებზე დარჩება უცვლელი“.

  1. „ი“ პუნქტით დამტკიცებულ  დანართი №9-ში ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლი.
  2. 1-ლი მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №10-ის შესაბამისად;

  1. „კ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №10-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი".

  1. „კ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №10-ის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) ერთჯერადი მატერიალური დახმარების განხორციელების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

  1. „კ“ პუნქტით  დამტკიცებულ  დანართი №10-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ ბ) "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" პუნქტით დადგენილი ვეტერანთა კატეგორია. თითოეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის (8 ვეტერანი) გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირებისათვის (36 ვეტერანი) მატერიალური დახმარება 80 (ოთხმოცი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით“.

  1. „კ“ პუნქტით  დამტკიცებულ  დანართი №10-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამით  გათვალისწინებული დახმარება პროგრამით მოსარგებლეს ერიცხება საბანკო ანგარიშის ნომერზე“.

  1. „კ“ პუნქტით  დამტკიცებულ  დანართი №10-ის  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. წესის განხორციელების პერიოდი

1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 20 ივლისიდან - 31 აგვისტოს ჩათვლით.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული  წლის 20 აპრილიდან -31 მაისის ჩათვლით.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეპროგრამის  განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან -30 სექტემბრის ჩათვლით.“

  1. 1-ლი მუხლის „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „სოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესი, დანართი №11-ის შესაბამისად“

  1. „ლ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №11-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესი“

  1. „ლ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №11-ის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „1.სოციალური დახმარების პროგრამა“(პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განხორციელების წესი: (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებითა და ტკბილეულით დასაჩუქრების პირობებს და პროცედურებს.“

  1.  „ლ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №11 -ის მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების სახე

  1. 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრების გადაცემა - 5400 (ხუთი ათას ოთხასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში.
  2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული საჩუქრების გადაცემა - 18300 (თვრამეტი ათას სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში.
  3. 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საჩუქრების გადაცემა - 18000 (თვრამეტი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში.
  4. შობა-ახალ წელთან დაკავშირებული საჩუქრების შეძენა - 18300 (თვრამეტი ათას სამასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში”.

მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კატეგორია

  1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს).
  2.  დღის ცენტრები და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები.
  3. ააიპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“ ბენეფიციარები.
  4.  ააიპ „ქ. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ ბენეფიციარები.
  5. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები.
  6.  2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახები (მცხოვრები და რეგისტრირებული).
  7. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები (რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული)“.
  1. „ლ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №11-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ ადმინისტრაციული ერთეულების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც ადმინისტრაციული ერთეული წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს“.

  1. „ლ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №11 -ში ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.
  2. 1-ლი მუხლის „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) "სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი", დანართი №12-ის შესაბამისად“.

  1. „მ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №12-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი"

  1. „მ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №12-ის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. "სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა" (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" განსაზღვრავს „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა)  განხორციელების პირობებსა და პროცედურებს

  1.  „მ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №12-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შევსებული აქტი ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“.

  1.  „მ“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №12-ში ამოღებულ იქნეს  მე-5 მუხლი.
  2.   1-ლ მუხლს დაემატოს „ო“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი“ დანართი №14-ის შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი



დანართი №14

ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი  

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მატერიალური წახალისების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში „სამსახური“).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ან კოლეჯი.

ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე  სტუდენტების წახალისება.

გ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ ქვეპროგრამა (კოდი 06 02 11).

მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი და დახმარების სახე

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის (შემდგომში - "მოსარგებლე")  მატერიალურ წახალისებას ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით;

მუხლი 4. სტუდენტთა სოციალური დახმარების მოსარგებლე პირ(ებ)ი

1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი, რომელიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:

ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

ბ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;

2.გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.

3. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2005-იდან 2020 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.

მუხლი 5. განცხადების წარდგენა

1. სტუდენტთა წახალისების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან - სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის;

ვ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი - მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

ზ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი - იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;

თ)განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით;

მუხლი 6. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება

1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში".

3. სტუდენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-4  მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთ ან ორივე კატეგორიას, დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.

4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება.

მუხლი 7. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება

1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად არაუმეტეს 60 ლარით ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი საანგარიშო თვის 15 რიცხვის შემდეგ დაიწყო, ან ბენეფიციარმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ზემოაღნიშნული დახმარების თხოვნით საანგარიშო თვის 15 რიცხვის შემდეგ მომართა, სოციალური დახმარება შეადგენს ამ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ნახევარს (25,00 ოცდახუთი ლარი და 00 თეთრი).

2. სტუდენტებს, რომლებიც გაზაფხულის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში შემოდგომის სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა.

3. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ  საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვით.

4. განცხადებების გადარჩევისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გამოიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ანგარიშსწორება.

5. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.