დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016599 |
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 11) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016522) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების განხორციელების პირობებს და პროცედურებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 06 02 10 კოდით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2. წესის მიზანი ამ წესის მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა და სოციალური დახმარების გაწევა. მუხლი 3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების სახეები 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მომსახურების განხორციელებას: ა) სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში შშმ პირების (არაუმეტეს 75 ბენეფიციარი) გამცილებლის მომსახურებით უზრუნველყოფას (ყოველთვიურად არაუმეტეს 600 ლარით); ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე („უსინათლო“, და დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) პირთათვის (შემდგომში “ბენეფიციარი“) კომუნალურ გადასახადებზე (გაზი, ელ. ენერგია) შეღავათის დაწესებას (დენი 240 ლარის ფარგლებში და გაზი 240 ლარის ფარგლებში წლიურად). მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლენი 2. აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), მათ შორის: ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირები, რომლებიც წარმოადგენენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სტატუსით „ტოტალური (ნულოვანი მხედველობის) უსინათლო“, რომელთაც ესაჭიროებათ გადაადგილება გამცილებლის მეშვეობით; ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირები, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა; ბ.ბ) 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო; ბ.გ) დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. 2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი. მუხლი 5. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი 1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე განცხადებით ან/და სატელეფონო ზარით (შემდეგ ნომერზე: (0341) 22 47 04) მიმართავს ქვეპროგრამის განმახორციელებელს, რომელიც „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ რუსთავის ფილიალის მიერ მოწოდებულ ბაზებზე დაყრდნობით (მიწოდებული მონაცემები უნდა შეიცავდეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურ (ნულოვანი მხედველობის) უსინათლოთა შესახებ აუცილებელ მონაცემებს: სახელი; გვარი; პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილის ფაქტობრივი და იურიდიული (რეგისტრაცია) მისამართი) მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ახორციელებს მომსახურების გამწევ ოპერატორთან ბენეფიციარის და მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/ნათესავი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელ დოკუმენტს ფორმას IV-50/4 (სტატუსით „უსინათლო“, დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი); გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ დოკუმენტს–აქტს, წარმოდგენილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ (სასურველია წარმოდგენილ იქნეს საცხოვრებელი ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან ამონაწერის არქონის შემთხვევაში ბინის ორდერის ასლი); დ) ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარმოდგენილია ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ; ე) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 3. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზს, აღრიცხვას და წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 4. სამსახური განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას. 5. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ხელშეწყობის დაფინანსება ხორციელდება: 1.1.ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, ოპერატორის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ანგარიშის და გაწეულ მომსახურებაზე შესაბამის ოპერატორსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც მზადდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 1.2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიღებულ კომუნალურ გადასახადებზე (გაზი; ელ. ენერგია) დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი კომუნალური მომსახურების გამწევ ორგანიზაციას შორის გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე. 2. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად. 3. შენიშვნების შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მომსახურების გამწევს წარმოდგენილი დოკუმენტაციის კორექტირებული ვარიანტი. 4. ქვეპროგრამის შესაბამისად გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 5. ქვეპროგრამის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში. 6. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის მონაცემები და ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას. მუხლი 7. ქვეპროგრამის განმახოციელებლის კონტროლის მექანიზმები 1. მონიტორინგს ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლი, რაც გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენას და გამოიხატება შემდეგში: ა) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია იმ დაწესებულებიდან/ ორგანიზაციიდან, სადაც განხორციელდა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა; ბ) ქვეპროგრამის ბენეფიციარის სტატუსი საჭიროებისამებრ გადაამოწმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან“. გ) ყოველი ახალი განცხადების საფუძველზე, ახორციელებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (შესაბამისი აქტით), ამავდროულად, ბენეფიციართა ფაქტობრივი საცხოვრებლის გადამოწმებას ახდენს კვარტალში ერთხელ. 2. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლებთან ქვეპროგრამის განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტით და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებით, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრებითაც. მუხლი 8. დასკვნითი დებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესის გაუქმება და ცვლილებების შეტანა ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები