„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 24/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 090120010.70.082.016008
8
24/12/2019
ვებგვერდი, 24/12/2019
090120010.70.082.016008
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №8

2019 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/08/2019, 090120010.70.082.016003) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​​1, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,  220-ე, 221-ე, 332-ე-334-ე, 337-ე-342-ე (გარდა ამ დანართის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 194-ე და 194​​1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, გარდა ამ დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 332-ე–334-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ (გარდა ამ დანართის მე-2,  მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“.

3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ამავე კოდექსის 342​​​1, 378-ე, 378​​​1, 378​​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე,  პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს, გარდა ამ დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბადაშვილი