დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 26/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.70.082.016010 |
|
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2019, 110060010.70.082.016006) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები