„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის N93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის N93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/592
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016613
1-1/592
17/12/2019
ვებგვერდი, 19/12/2019
040030000.22.024.016613
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის N93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/592

2019 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 040030000.22.025.016104) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწოფო სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.“.

2. დებულების მე-5 მუხლის:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;“;

გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;“;

დ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ძალადაკარგულად ცნობს მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის ბრძანებებს;“;

ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.“.

3. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; “.

4. დებულების მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა)  უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ)  სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხის, ხელფასისა და დანამატის ფონდის განსაზღვრა;

ე)  თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

5. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სახელმწიფო კონტროლი

1.  სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს სამართლებრივი აქტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა