„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 242/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016423
242/04
19/12/2019
ვებგვერდი, 20/12/2019
220010010.18.011.016423
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №242/04

2019 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/12/2017; ს/კ: 220010010.18.011.016265) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2022 წლის პირველ აპრილამდე ამ წესის მე-5-6 მუხლებითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის სახელობითი და სექტორული კონცენტრაციისა და წმინდა GRAPE ბუფერების დაცვა შესაძლებელია ამ წესის დანართ N4-ში წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისი პროპორციებით მითითებული პერიოდების შესაბამისად.“.

2. წესის დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე