დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-129/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 22/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სსიპ –სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 8 აპრილის №02-132/ო ბრძანება შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.25) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ გენერალური დირექტორის ი. ინაშვილის განცხადება №163090, 20.11.2019წ.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კაპანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები