„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5622-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.019709
5622-რს
19/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
470070000.05.001.019709
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების აღნიშნული მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5622-რს