უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-63/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 12/11/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-63/ო
12/11/2019
ვებგვერდი, 23/12/2019
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

დირექტორის ბრძანება № 02-63/ო

 

2019 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს კანონის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”   36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1. სს ,,ემერჯენსი სერვისის“   (ს/კN204571043    ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას  ქ. 13/ მიხეილ  ჭიაურელის ქ. N6) და სს ,,კატასტროფის მედიცინის  პედიატრიული ცენტრის (401984965  ფაქტიური მისამართი: ქინძმარაულის I  შესახვევი  1) ნაცვლად დაფიქსირდეს:   სს ,,ემერჯენსი სერვისი’’  (ს/კ 401984965 ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას  ქ. 13/ მიხეილ  ჭიაურელის ქ. 6)  და გაიცეს  ,,სასწრაფო სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 

სს ,,ემერჯენსი სერვისზე “   (ს/კN20451043   ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას  ქ. 13/ მიხეილ ჭიაურელის ქ. 6); გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია“ - სალიცენზიო მოწმობა N000043 (ბრძანება  N228/ო 17.06 2019წ.).

სს ,,კატასტროფის მედიცინის  პედიატრიულ ცენტრზე" (ს/კ 401984965 ფაქტობრივი მისამართი: ქინძმარაულის I შესახვევი 1) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია“ - სალიცენზიო მოწმობა N000046 (ბრძანება  N02-230/ო 17.06. 2019წ.)

3.  ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი  თვის  ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით   აღმაშენებლის ხეივანი მე -12 კილომეტრი 6) .

 4.   ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: სს. ,,ემერჯენსი სერვისის“ დირექტორის  გ. ვაშაკიძის  განცხადებები:
   N 155056  05. 11.2019წ,  
157246   08. 11. 2018 წ.  და    თანდართული დოკუმენტაცია.

 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ზაალ კაპანაძე