გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 13/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016020
239
13/12/2019
ვებგვერდი, 20/12/2019
000000000.00.148.016020
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №239

2019 წლის 13 დეკემბერი

ქ. გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივაა ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის ქუჩისათვის სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, ნანა ბერიაშვილის სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია:  ქუჩის პირველი მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.82 მ;  საწყისი კოორდინატი: X425756.72; Y4649351.51; საბოლოო კოორდინატი: X425817.6; Y4649362.27; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები: 66.45.14.290; 66.45.14.056; აღმოსავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა; დასავლეთით სოგრატ გალუსტაშვილის ქუჩა; ქუჩის მეორე მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.27 მ; საწყისი კოორდინატი: X425861.68; Y4649364.99; საბოლოო კოორდინატები: X 425922.78; Y 4649369.53; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი: 66.45.14.166 და დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი; აღმოსავლეთით ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა; დასავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის 18 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის

„პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. ქ.გორში მდებარე მდებარე  უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს ქუჩას, რომლის აღწერაა: ქუჩის პირველი

მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.82 მ;  საწყისი კოორდინატი: X425756.72; Y4649351.51; საბოლოო კოორდინატი: X425817.6; Y4649362.27; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები: 66.45.14.290; 66.45.14.056; აღმოსავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა; დასავლეთით სოგრატ გალუსტაშვილის ქუჩა; ქუჩის მეორე მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე: 61.27 მ;  საწყისი კოორდინატი: X425861.68; Y4649364.99; საბოლოო კოორდინატი: X425922.78; Y4649369.53; ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთები; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი: 66.45.14.166 და დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი მიწის ნაკვეთი; აღმოსავლეთით ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა; დასავლეთით ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა ეწოდოს ნანა ბერიაშვილის სახელი.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                      დავით რაზმაძე