გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 13/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016019
238
13/12/2019
ვებგვერდი, 20/12/2019
000000000.00.148.016019
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №238

2019 წლის  13 დეკემბერი

ქ. გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის  მიხეილ  ვახტანგაშვილის  ინიციატივაა  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის ქუჩისათვის ერედვის სახელის მინიჭება.  ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 530,84 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X 422162.863/Y4669113.475 და საბოლოო კოორდინატები X 422326.566/ Y 4669600.755; ჩრდილოეთით მდებარეობს არსებული შიდა საუბნო გზები; სამხრეთით მდებარეობს გზაგამტარი გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკი; დასავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.473, 66.48.01.150, 66.48.01.028, 66.48.01.042; აღმოსავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.475, 66.48.01.395, 66.48.01.413.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის №18 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს ქუჩას რომლის აღწერაა: ქუჩის მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 530,84 მეტრი. საწყისი კოორდინატები: X 422162.863/ Y4669113.475; საბოლოო კოორდინატები X422326.566/ Y 4669600.755; ჩრდილოეთით მდებარეობს არსებული შიდა საუბნო გზები; სამხრეთით მდებარეობს გზაგამტარი გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკი; დასავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.473, 66.48.01.150, 66.48.01.028, 66.48.01.042; აღმოსავლეთით მდებარეობს მიწის ნაკვეთები: ს/კ 66.48.01.475, 66.48.01.395, 66.48.01.413 - ეწოდოს ერედვის ქუჩა.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                              დავით რაზმაძე